• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პროვაიდერებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი
დამსაქმებელი: ნოვა ტექნოლოჯი
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2017/05/25
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1353 -ჯერ

სს „ნოვა ტექნოლოჯი“ აცხადებს ვაკანსიას - პროვაიდერებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი (გაყიდვების მენეჯერი) თანამდებობაზე.

ძირითადი  ფუნქცია-მოვალეობები:

  • პოტენციური პარტნიორების მოძიება
  • პარტნიორებზე მორგებული კორპორატიული შეთავაზებების მომზადება
  • პარტნიორებთან მოლაპარაკება და შეთანხმება
  • მომსახურებასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება
  • მისაღები შემოსავლების პროგნოზირება და დაგეგმილი ბიუჯეტის შესრულება
  • ანგარიშგების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი  
  • სავალდებულოა მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Power Point, Word,  Excel, Outlook)

პიროვნული უნარები:

  • კომუნიკაბელური
  • ორგანიზებული
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • პუნქტუალური
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2017 წლის 25 მაისამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@novatech.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ თანამდებობის დასახლება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ნოვა ტექნოლოჯი"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა