განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
უძრავი ქონების მოძიების აგენტი
დამსაქმებელი: Prosperous Brokers
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2017/05/21
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 143 -ჯერ

უძრავი ქონების კომპანია Prosperous Brokers-ს აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების მოძიების აგენტის პოზიციაზე.

გაიარე ტრენინგები უძრავი ქონების საქმიანობის და გაყიდვების მიმართულებით; წარმატებით გაიარე გამოსაცდელი ვადა, გაზარდე შენი ანაზღაურება და კვალიფიკაცია.

რას მიიღებ კომპანიისგან?

** მოქნილი გრაფიკი;
** ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება;
** კორპორატიული მობილურის ნომერი და სალაპარაკო დრო;
** კომპანიის რეკომენდაცია და პროფესიული დახასიათება;
** კარიერული წინსვლა და დაწინაურება;
** მეგობრული გარემო;

ფუნქცია მოვალეობები:

** გასაყიდი უძრავი ქონების მოძიება, ადგილზე ვიზიტი, განაცხადის შევსება და ფოტომასალის მომზადება;
** უძრავი ქონების მფლობელებთან კომუნიკაცია, ინფორმაციის დაზუსტება უძრავ ქონებაზე და თანამშრომლობის პირობების/ტარიფების შეთავაზება/ახსნა;
** უძრავი ქონების მოძიების არხების მართვა;

მუშაობის დასაწყებად საჭიროა:

** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
** სასურველია ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@prosperousbrokers.com და გთხოვთ, Subject line-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: უძრავი ქონების მოძიების აგენტი.

ჩვენი პარტნიორები
  • ეუროპროდუქტი
  • ირინა ბიბილაური
  • შპს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი
  • kerketi.ge
  • spar-georgia
  • danikainfo
  • uniko.ge
  • ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა