ავტორი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა

mail: hr@chita.ge

ყველა ვაკანსია ( 6 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების კონსულტანტი
დამსაქმებელი: სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2017/05/24
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 262 -ჯერ

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და  გუნდურ მუშაობას.
კომპანია ჭი-ტა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების კონსულტანტი (ბიჭი)

მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის, ან ბავშვებთან ურთიერთობის   გამოცდილება;
  • სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
  • სასურველია სალაპარაკო რუსულის ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლის მომსახურება - სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ, კონსულტირება;
  • თაროებზე პროდუქციის განლაგება;
  • გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა;
  • სისუფთავეზე ზრუნვა.

უნარები და პიროვნული თვისებები:

  • აკურატული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • სიახლეების სწრაფად და ადვილად ათვისების უნარი;
  • სანდო და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

პირობები:

  • მცოცავი გრაფიკი, 2 დღე დასვენება, 2 დღე მუშაობა;
  • ანაზღაურება: 300-400 ლ (ფიქსირებული+ბონუსი);
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კარიერული წინსვლის პერსპექტივა.
  • ყოველწლიურად მზარდი სტაჟის დანამატი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@chita.ge ვაკანტური პოზიციის დასახელების  მითითებით.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება  კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

ჩვენი პარტნიორები
  • ეუროპროდუქტი
  • ირინა ბიბილაური
  • შპს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი
  • kerketi.ge
  • spar-georgia
  • danikainfo
  • uniko.ge
  • ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა