• https://charte.ge/

ავტორი

გალერეა დემასი

tel: (+995) 32 2 99 99 01
mail: vacancy@demasi.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კონსულტანტი
დამსაქმებელი: გალერეა დემასი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2017/04/27
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 2001 -ჯერ

შპს "დემასი" (კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია) აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ხელფასი: 400 ლარი + ბონუსი. საშუალო ანაზღაურება: 900 ლარი, პლუს ჯამრთელობის დაზღვევა. 
სამუშაო ადგილი: 9 მარტის სახელობის ბაღის მიმდებარე ტერიტორია, გალერეა "დემასი", დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-9 კმ., სავაჭრო ცენტრი "იდეალი".
სამუშაო პირობები: სამუშაო საათები 09:00-დან 18:00/19:00-მდე. დასვენების დღე: კვირაში ერთი დღე. სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე.

სამსახურებრივი მოვალეობა: კლიენტების კონსულტაცია პროდუქციის შესახებ და სარეალიზაციო დოკუმენტაციის გაფორმება საგამოფენო დარბაზში.

აუცილებელი მოთხოვნები: 

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (ბაკალავრის ხარისხი) 
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა. 

პიროვნული თვისებები: 

** კომუნიკაბელურობა
** ანალიტიკური აზროვნება
** ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

კარიერული ზრდის პერსპექტივა: ა) გაყიდვების მენეჯერი, ბ) შესყიდვების მენეჯერი (რუსული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობის შემთხვევაში). 
სტაჟირების ვადა: 2 თვე. ანაზღაურება: თვეში 200 ლარი.

განიხილება მამაკაცების კანდიდატურები, 21-დან 30 წლის ჩათვლით.

რეზიუმე სურათით (სავალდებულოა), ქართულ ენაზე, გამოგზავნეთ ელფოსტაზე: vacancy@demasi.ge

ვებ გვერდი: www.demasi.ge

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა