• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
E-Commerce ბიზნესის განვითარების მენეჯერი
დამსაქმებელი: ნოვა ტექნოლოჯი
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2017/05/20
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1091 -ჯერ

ს.ს ‘’ნოვა ტექნოლოჯი’’ აცხადებს ვაკანსიას პროდუქტების განვითარების სპეციალისტის (ბიზნესის განვითარების მენეჯერი)  თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ თბილისი

ეს არის e-commerce ბიზნესის განვითარების მენეჯერის ვაკანსია.

E-commerce კომპანიებისა და მომხმარებლების დაკავშირების ელექტრონული შესაძლებლობაა, მუდმივი სწრაფი განვითარების რეჟიმში მყოფი ფინანსურ-ტექნოლოგიური ბიზნესი, სადაც ჩვენ ვქმნით ახალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ფინანსების განკარგვისთვის.  ვმუშაობთ როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ფინ-ტექ კომპანიებთან.

ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია შევქმნათ ხვალის ტექნოლოგიურ-ფინანსური ტრენდები, გავაუმჯობესოთ ყოველდღიური ფინანსური ცხოვრება.

ჩვენ ვეძებთ თამამ გზამკვლევს ჩვენს გემზე. ვეძებთ სიახლეების მაძიებელ, თვით-განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი შექმნას პროდუქტი, რომელსაც ასიათასობით ადამიანი გამოიყენებს, ვისაც უყვარს გეგმების დასახვა და შესრულება, არ აშინებს პოტენციურ პარტნიორებთან კომუნიკაცია და საერთო პროექტის დამტკიცებისთვის ბრძოლა.

სამუშაოს აღწერილობა:

  • კომპანიის სტრატეგიის შესაბამისად პროდუქტების განვითარების გეგმის ჩამოყალიბებასა და მიზნების განსაზღვრაში მონაწილეობა.
  • პროდუქტის და მისი შემადგენელი კომპონენტების სრული სასიცოცხლო პროცესის მართვა, იდეის ფორმულირებიდან ბაზარზე ფუნქციონირების მონიტორინგამდე.
  • ელ საფულის ფუნქციონალის დამატება - განვითარება პარტნიორ კომპანიებთან საერთო პროდუქტების შექმნით.
  • პოტენციური პარტნიორების ძიება მომხმარებლისთვის საერთო პროდუქტების შესაქმნელად.
  • აქტიური მონაწილეობა მოლაპარაკებებში.
  • კონკრეტული პროექტების მართვა, პროექტ ჯგუფისთვის (მათ შორის პროგრამისტების) სამუშაოს დანაწილება და კოორდინირება.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

  • სიახლეების ძიებაზე,  გაზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა
  • ინიციატივა და დამოუკიდებლობა
  • ძლიერი პიროვნული თვისებები
  • კარგი ანალიტიკური უნარები -  შეეძლოს შესაძლებლობების აღმოჩენა. დაკვირვებული და სმარტი, პოტენციური პარტნიორების აღმომჩენი, იდეების დამდები და შემდეგ იდეების საქმედ  გადამქცევი.
  • კომუნიკაციის და პრეზენტირების ძალიან კარგი  უნარები.
  • განსაკუთრებით ძლიერი ნებისყოფა - რადგან პარტნიორებთან საერთო პროექტები ყოველთვის მარტივად არ გამოდის
  • დამოუკიდებელი და ლიდერის ტიპაჟი - რადგან ორი კომპანიის პროგრამისტების კოორდინაციას ბევრად მეტი ლიდერობა სჭირდება, ვიდრე მხოლოდ საკუთარ კომპანიაში დასჭირდებოდა
  • მულტითასქინგი

დამატებით მოთხოვნები: (სასურველია)

  • გაყიდვებში  გამოცდილება
  • პროექტ მენეჯმენტის გამოცდილება
  • ელექტრონულ სფეროში გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 15 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@novatech.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ თანამდებობის დასახლება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს’’ნოვა ტექნოლოჯი’’ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობში.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა