• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მთავარი ბუღალტერი
დამსაქმებელი: ნექსთი
კატეგორია: ბუღალტერია/ფინანსები,
ბოლო ვადა: 2017/05/03
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1179 -ჯერ

კომპანია "ნექსია თიეი" (Nexia TA) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიის NEXIA International-ის წარმომადგენლობას საქართველოში.


კომპანია „ნექსია თიეი“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.


პოზიციის დანიშნულება:

  • კომპანიის საგადახადო რისკების მინიმიზაცია
  • ფინანსური აღრიცხვის კომპანიის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა

ფუნქციები:

კომპანიის საგადახადო რისკების მინიმიზაცია:

  • კომპანიის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება.
  • ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება.
  • ყოველთვიური საშემოსავლო დეკლარაციებისა და განაცემთა ინფორმაცის სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა
  • წლიური მოგებისა და ქონების დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფა და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა
  • საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა

 ფინანსური აღრიცხვის კომპანიის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა:

  • ხელფასების, ბონუსების და სადაზღვევო პრემიის უწყისების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება
  • მივლინების ხარჯების დარიცხვის კონტროლი
  • სესხების ხელშეკრულებების განხილვა და შემდგომი დარიცხვების კონტროლი
  • სხვა ნებისმიერი ხარჯის დარიცხვის დროს, ამ ხარჯის კომპანიის ფინანსური აღრიცხვის პოლიტიკის მიხედვით შესაბამის ანგარიშზე მიკუთვნების კონტროლი
  • კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით
  • მასალების მოძრაობის კონტროლი
  • ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი

პასუხისმგებლობა:

  • კომპანიის აღრიცხვის საგადასახადო კანონმდებლობასა და ფინანსური აღრიცხვის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები:

  • განათლება: სასურველია ACCA და საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსი
  • გამოცდილება: მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება 

პროფესიული უნარები:
 

  • საგასახადო კანონმდებლობის ცოდნა,
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.
  • სასურველია ლიცენზია ზოგად აუდიტში ან პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიკატი.

ტექნიკური უნარები:

  • ინგლისური ენის ცოდნა (ფინანსური ტერმინოლოგია)
  • Excel-ის პროფესიულ დონეზე ცოდნა, Word-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა
  • აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა  1C-ის ცოდნა.

უნარები:

  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება
  • გადაწყვეტილების მიღება, ეფექტური მართვა და ზედამხედველობა
  • ურთიერთობების დამყარება და კონტაქტების მართვა
  • დაგეგმვა და ორგანიზება
  • ადაპტაცია და ცვლილებებზე რეაგირება
  • ინფორმაციის წარდგენა და გადაცემა
  • ინსტრუქციებისა და პროცედურების დაცვა
  • გუნდური მუშაობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@nexia.ge 2017 წლის 3 მაისამდე. წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მთავარი ბუღალტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა