განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სერვის-ინჟინერი
დამსაქმებელი: ინტერლაბი
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2017/05/19
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 236 -ჯერ

კომპანია ინტერლაბი აცხადებს ვაკანსიას სერვის-ინჟინერის პოზიციაზე.

განიხილება ყველა გამოგზავნილი რეზიუმე, მიუხედავად სამუშაო გამოცდილებისა, შესაძლებელია იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ლაბორატორიული ანალიზატორების (იმუნოფერმენტული, ბიოქიმიური, სისხლის საერთო, შარდის საერთო და კოაგულოგრამის) დაპროგრამება და (ასევე ცენტრიფუგების, ავტოკლავების, თერმოსტატების და სხვა) სერვისული მომსახურება.
  • ლაბორატორიებში როგორც თბილისში, ასევე რაიონებში მივლინებები, სერვის მომსახურება.

მოთხოვნები:

  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
  • ბიოსამედიცინო ინჟინერის, ბიოლოგიური ან სამედიცინო სპეციალობის ფლობა;
  • სამუშაო საათები: სრული.
  • შერჩეულ კადრს კომპანია უზრუნველყოფს მივლინებებით და სტაჟირებით მწარმოებელ კომპანიებში.

ჩვენს შესახებ:


2005 წლიდან კომპანია ინტერლაბი ახორციელებს ლაბორატორიების კომპლექსურ მომარაგებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და წარმოადგენს ძირითადად ცნობილი ევროპული ლაბორატორიული ტექნიკის, ტესტ–სისტემების, რეაგენტების და სახარჯი მასალების მწარმოებელი კომპანიების დისტრიბუტორს საქართველოში.

თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან სამედიცინო ცენტრებთან, ასევე მრავალ პატარა და საშუალო დატვირთვის ლაბორატორიებთან.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.interlab.ge

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ CV, რეზიუმე ან მოკლე ავტობიოგრაფია გამოაგზავნოთ მეილზე: info@interlab.ge  შერჩეულ კანდიდატებს ჩვენ დავუკავშირდებით.

სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
  • ეუროპროდუქტი
  • ირინა ბიბილაური
  • შპს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი
  • kerketi.ge
  • spar-georgia
  • danikainfo
  • uniko.ge
  • ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა