• https://charte.ge/

ავტორი

GBDC საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი

tel: (+995) 598 12 61 96
mail: n.niauri@gbdc.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სტაჟირება
დამსაქმებელი: GBDC საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი
კატეგორია: სტაჟიორი,
ბოლო ვადა: 2017/05/06
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1128 -ჯერ

"აგრო - პორტალის" პროგრამის ფარგლებში GBDC აცხადებს კონკურსს უმაღლესი სასწავლო და პროფესიული დაწესებულებების სტუდენტებისათვის, მათი "აგრო ინკუბირების" პროექტებში ჩასართავად, რაც მოიცავს აგრო-ბიზნესის განვითარების ტრენინგებზე დასწრებას, სტაჟირებას და დასაქმებას GBDC - ის პროექტებში.

პარტნიორები:

  • თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • GBDC ქსელის ფერმერთა კლუბები 

პროგრამა ითვალისწინებს თანამშრომლობას: USAID REAP - ის, USAID ZRDA - ის, ევრო კავშირის(EU) კერძოდ ENPARD - ის, აჭარის წყალი ჯეორჯია - AGL - ის და სხვა დონორების და კერძო სექტორის მიერ მიერ დაფინანსებულ სასოფლო სამეურნეო და სოფლის ეკონომიკის განვითარების პროექტებთან. 

პროგრამაში ჩასართველად პრიორიტეტი ენიჭებათ სტუდენტებს რომლებიც არიან:

  • არიან საქართველოს რეგიონებიდან და დაინტერესებულები არიან რეგიონებში სასოფლო სამეურნეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობით;
  • არიან აგრარული, ეკონომიკის და ბიზნესის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, საინფორმაციო ტექნოლოგიების, იურიდიული და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტები;
  • პროგრამაში ჩართვისათვის სავალდებულოა google - ის აპლიკაციის შევსება და ასევე CV-ის და სამოტივაციო წერილის გამოგზავნა ელექტრონული ფოსტით.

სტუდენტებმა უნდა შეავსონ აღნიშნული google - ის აპლიკაცია შემდეგ ონლაინ ბმულზე https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdz2NEqPhSgaPRnAi0x-ToW7wQJMsjxRRU9hsdnR1fA0FEATA/viewform

სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ ინტერესის გამოხატვის წერილი ელ-ფოსტით - თანდართული CV-ით და სამოტივაციო წერილით მოცემულ მისამართზე: n.niauri@gbdc.ge

მხოლოდ ის სტუდენტები ვინც შეავსებენ google - ის აპლიკაციას და გამოაგზავნიან CV-ის სამოტივაციო წერილით, გაივლიან ტესტირებას ბიზნესის და ეკონომიკის საფუძვლებში და შემდეგ გასაუბრებას იმისათვის რომ ჩაერთონ მათ მიერ შერჩეულ ან GBDC-ის მიერ რეკომენდირებულ პროექტებში მათი ცოდნის, აკადემიური მოსწრების და გამოცდილების შესაბამისად. 

Google - ის აპლიკაციის შესაბამის ველებში და ელ-ფოსტით გამოგზავნილი ინტერესის გამოხატვის წერილში უნდა მიუთითოთ, თუ რომელ პროექტში გსურთ ჩართვა და რომელი ტრენინგია თქვენთვის პრიორიტეტული, მაგალითად - მეღვინეობის პროექტი და აგრობიზნესის მარკეტინგის ტრენინგი. 

ტრენინგებში და პროექტებში ჩართვის თარიღებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიღებთ 2017 წლის აპრილის და მაისის თვეში ტესტირების და გასაუბრების გავლის შემდეგ. თქვენი ჩართულობის დრო მაქსიმალურად იქნება შეთავსებული თქვენს აკადემიურ კალენდართან. 

GBDC - ის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და GBDC - ის პროექტების და ტრენინგების ჩამონათვალი თანდართულია და ასევე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ შემდეგი ბმულებიდან:

About GBDC: https://drive.google.com/open?id=0B5XuwkZhHAM0b3hSN0dfOHJ0a1k

GBDC Projects and Trainings: https://drive.google.com/open?id=0B5XuwkZhHAM0bkxnZlVkdkdqZ0E

2017 წლის 1 აპრილს, 12 საათზე, თსუ - ის მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში გაიმართება პირველი საინფორმაციო შეხვედრა აგრო პორტალის პროგრამაში ჩართვასთნ დაკავშირებით. საინფორმაციო შეხვედრა ტარდება სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში, რომლის თემაა - "სოფლის ეკონომიკის აქტუალური პრობლემები თანამედროვე პირობებში". საინფორმაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ კონფერენციას და გაეცნონ სტუდენტების ნაშრომებს. შემდეგი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება 25 აპრილს, 14:00 საათზე თსუ - ის მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში.

დამატებითი კითხვებისათვის და კონსულტაციებისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ.+995 32 2 18 63 53; 
მობ. +995 598 12 61 96;
ელ-ფოსტა: m.gelashvili@gbdc.ge

ინტერესის გამოხატვის წერილების მიღების ბოლო ვადაა 30 აპრილი 2017 წელი. 

განაცხადების მიღება პერიოდულად განახლდება.

აპლიკაციის შევსების და სამოტივაციო წერილის მომზადების დროს გაითვალისწინეთ თანდართული ინფორმაცია GBDC - ის საქმიანობის, ტრენინგების და პროექტების შესახებ. თქვენი სამოტივაციო წერილი და google - ის სააპლიკაციო ფორმა უნდა პასუხობდეს GBDC - ის საქმიანობის და "აგრო პორტალის" პროგრამის მოთხოვნებს.

 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა