• https://charte.ge/

ავტორი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა

mail: hr@chita.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა
დამსაქმებელი: სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2017/04/30
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1543 -ჯერ

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და  გუნდურ მუშაობას.
 

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭიტა“ აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

  • თვის გაყიდვების გეგმის შემუშავება და დელეგირება პრისეილერების მიხედვით;
  • დისტრიბუციის ქსელის გაზრდა;
  • შესასრულებელი გეგმების დაწესება და მათი შესრულების მონიტორინგი;
  • დაქვემდებარებული კადრების მართვა, კონტროლის მეთოდების შემუშავება;
  • გაყიდვების ეფექტიანი წარმოება;
  • დისტრიბუციის პროცესის მონიტორინგი ქსელში;
  • პრეზენტაციებისა და მოლაპარაკებების ჩატარება;
  • ბაზრის მონიტორინგი, კონკურენტების ანალიზი;
  • გაყიდვების გუნდის მიერ ფინანსური ოპერაციების შეუფერხებელი წარმოების უზრუნველყოფა;
  • დამოუკიდებლად გაყიდვების წარმართვის უნარი;
  • მენეჯმენტისათვის ზეპირი და წერილობითი რეპორტების მომზადება.

მოთხოვნები:

  • დისტრიბუციის სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • უცხო ენების (რუსული და ინგლისური) ცოდნა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • მენეჯერული უნარები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@chita.ge  ვაკანტური პოზიციის დასახელების  მითითებით. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.

CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა