• https://charte.ge/

ავტორი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო

mail: vacancy@crystal.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საინფორმაციო ოფიცერი სამტრედიაში
დამსაქმებელი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო
კატეგორია: საბანკო
ბოლო ვადა: 2014/08/29
მდებარეობა: სამტრედია
განათლება ბაკალავრი
მიმაგრებული ფაილები: Attachment4.doc

ნანახია: 313 -ჯერ
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ოფიცრის თანამდებობაზესამტრედიის ფილიალში.
 
"კრისტალი" წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მიკრო სესხების გაცემის გზით ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში. "კრისტალი" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 30 000 - ზე მეტ კლიენტურას და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში 25 ფილიალის მეშვეობით. 
სტაბილურ და მზარდ ხელფასთან ერთად ორგანიზაცია თავის თანამშრომლებს უზრუნველყოფს დამატებითი პრემიალური ანაზღაურებით, კარგი სამუშაო პირობებით, სხვადასხვა სასწავლო გასვლითი ტრენინგებით, ჯანმრთელობის დაზღვევით, კარიერული ზრდის პერსპექტივით და ა.შ.
 
ძირითადი მოვალეობები:
  • კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
  • შემოსული კლიენტების მიღება და გასამისამართება შესაბამისი მიმართულებით;
  • შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა, საჭიროების დაზუსტება და შესაბამის პირებთან გადამისამართება;
  • პირველადი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტებთან დაკავშრებით;
  • კლიენტთა მისაღებ სივრცეში წესრიგის უზრუნველყოფა (სისუფთავის კონტროლი, სიწყნარე და მოწესრიგებულობა);
  • კლიენტთა ბუკლეტებიტა და სარეკლამო მასალებით უზრუნველყოფა;
  • საოფისე საქმიანობაში ასისტირება;
 
ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა);
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
  • აქტიური, მიზანსწრაფული და პასუხისმგებლიანი პიროვნება;
  • პრეზენტაბელურობა, კომუნიკაციის ბრწყინვალე უნარი;
  • დროის ოპტიმალური განწილების და დაგეგმარების სატანადო დონე;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
 
დაინტერესებულ პირებს 2014 წლის 29 აგვისტოს 17.00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და ადგილმდებარეობა, სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).
 
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა