• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მონაცემთა ბაზის დეველოპერი
დამსაქმებელი: ნოვა ტექნოლოჯი
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები,
ბოლო ვადა: 2017/04/10
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
ნანახია: 1163 -ჯერ

სს "ნოვა ტექნოლოჯი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზის დეველოპერის პოზიციაზე, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების განყოფილებაში.

ფუნქცია-მოვალეობები: 

** არსებული მონაცემთა ბაზის შესწავლა, შემდგომი მხარდაჭერა და განვითარება
** ახალი პროექტებისთვის მონაცემთა ანალიზი და შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვა, რეალიზება
** არსებულ პროცესებში ნაკლოვანებების გამოვლენა და მათი გასწორება, ოპტიმიზაცია
** სხვადასხვა განყოფილებებისთვის კომპლექსური რეპორტების მომზადება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება: PL/SQL, T-SQL
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** გამოცდილება პროგრამირებაში (C#, Java, PHP) ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** Multi-tasking რეჟიმში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2017 წლის 10 აპრილის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@novatech.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა