• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
აღრიცხვის ოპერატორი
დამსაქმებელი: გალერეა დემასი
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2017/03/30
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 2114 -ჯერ

შ.პ.ს „დემასი“ აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე

კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.

ანაზღაურება:

  • ხელფასი  480  ლარს დამატებული  ყოველთვიური  ბონუსი (80-100 ლარის ოდენობით), ჯანმრთელობის დაზღვევა.

სამუშაო ადგილი: 

  • ქ. თბილისი -9 მარტის  ბაღის მიმდებარე ტერიტორია.
  • ქ. თბილისი დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კმ. სავაჭრტ ცენტრი იდეალი

სამსახურებრივი მოვალეობა:

  • საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებული ოპერაციების ( დ.ღ.გ. ანგარიშფაქტურისა  და სასაქონლო ზედნადების ატვირთვა RS..GE-ზე, საგამოფენო დარბაზში ფასების ცვლილება და ა.შ) წარმოება.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო საათები-9:00 დან 18:00-მდე,  დასვენება–– კვირაში ერთი დღე. სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ– ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება-საფინანსო / ეკონომიკური-(ბაკალავრის ხარისხი)
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
  • ქართული და ენის სრულყოფილი ცოდნა (ინგლისური,რუსული სასურველია) 
  • მათემატიკური აზროვნება 
  •  ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • დატვირთულ  რეჟიმში მუშაობის უნარი.

სტაჟირების ვადა 2 თვე-ანაზღაურება თვეში 200 ლარი.

მიღებაზე განიხილება გოგონების კანდიდატურა 22-დან 30 წლის ჩათვლით.

რეზიუმე - თანდართული ფოტოსურათით სავალდებულოა ქართულ ენაზე: vacancy@demasi.ge

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა