• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საწყობის მენეჯერი
დამსაქმებელი: Domson`s Engineering
კატეგორია: ადამიანური რესურსები, სხვა,
ბოლო ვადა: 2017/04/10
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1393 -ჯერ

Domson`s Engineering-ი უზრუნველყოფს ელექტრო-მექანიკური საინჟინრო სისტემების პროექტირებას, საინსტალაციო სამუშაოებს და შემდგომ მომსახურებას. ჯგუფი არის Daikin-ის, Trox-ისა და Danfoss-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში. Domson`s Engineering-ი აქტიურად ახორცილებდა ინვესტიციებს კვალიფიციურ სპეციალისტებში იმისათვის, რომ დაეგროვებინა საჭირო ცოდნა და გამოცდილება საინჟინრო სფეროში, რის შედეგადაც კომპანიამ ლიდერის პოზიცია დაიკავა საქართველოში. დღესდღეობით, Domson`s Engineering-ის მრავალი თანამშრომელი მუშაობს იმისათვის, რომ უზრუნველყონ უმაღლესი ხარიხსის სისტემების ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონის უმნიშვნელოვანესი პროექტებისათვის.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ხელმძღვანელობს საწყობში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღებას, შენახვასა და გაცემას, საწყობში მათ რაციონალურ განთავსებას, საჭირო მასალების მოძიებას და გაცემის პროცედურის გამარტივებას და დაჩქარებას;
** უზრუნველყოფს დასაწყობებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვის რეჟიმს, მიღებისა და გაცემის საბუთების სწორ და დროულ გაფორმებას;
** თვალს ადევნებს სასაწყობო შენობა-ნაგებობების, დანადგარების, ინვენტარის და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების მდგომარეობას;
** ხელმძღვანელობს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაში; ახორციელებს სასაწყობო ოპერაციების აღრიცხვას;
** ხელმძღვანელობს საწყობის თანამშრომლების საქმიანობას (მათი არსებობის შემთხვევაში);

აუცილებელი მოთხოვნები:

** საერთაშორისო გარემოში მუშაობის ან მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საწყობის მართვაში; 
** MS office პროგრამების ცოდნა (Excel, Word);
** ავტომობილის ქონა;

დამატებითი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი ;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე თანდართულ ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: info@domsons.com სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 10 აპრილი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა