• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საინფორმაციო–სატელეფონო ცენტრის სპეციალისტი
დამსაქმებელი: ვითიბი ბანკი
კატეგორია: საბანკო,
ბოლო ვადა: 2014/12/23
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
ქართული
რუსული
ინგლისური
ნანახია: 510 -ჯერ
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს  საინფორმაციო–სატელეფონო ცენტრის სპეციალისტის  თანამდებობაზე.
 
სამუშაო ადგილი:თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 23.12.2014 
 
ძირითადი ფუნქციები:
  • სატელეფონო–საინფორმაციო ცენტრში შემოსული ზარების მომსახურება / გადამისამართება
  • ამომწურავი ინფორმაციის გაცემა საბანკო პროდუქტებსა და მომსახურების შესახებ
  • ანგარიშების მომსახურება
  • ტრანზაქციების შესრულება
  • გამავალი ზარების შესრულება საცალო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • სასურველია საბანკო სფეროში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • საბანკო პროდუქტების ზედმიწევნით ცოდნა
  • აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) სრულყოფილად ფლობა
 
 
უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • ღამის ცვლაში მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
  • როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
 
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით (3X4) ელ. მისამართზეvacancy@vtb.com.ge  არაუგვიანეს 2014 წლის  23 დეკემბრისა
 
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ  ვაკანსიის დასახელება: “საინფორმაციო–სატელეფონო ცენტრის სპეციალისტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა