• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ანაზღაურებადი სტაჟირება - კლიენტებთან ურთიერთობა
დამსაქმებელი: nido.ge
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები, კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2017/03/30
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1271 -ჯერ

ინტერნეტ მაღაზია nido.ge აცხადებს ვაკანსიას ანაზღაურებად სტაჟირებაზე

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე - http://www.nido.ge

სამუშაო აღწერილობა: ვეძებთ ენერგიულ, კრეატიულ, შრომისმოყვარე ახალგაზრდას, რომელიც დაგვეხმარება მომხმარებლებთან კომუნიკაციაში და ყოველდღიურ ოპერაციებში. 

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** მომხმარებლებთან ურთიერთობა (Facebook, Live Chat, Emails, სატელეფონო ზარები)
** შეკვეთების მომზადება
** ახალი პროდუქციის მიღება / დასაწყობება
** პროდუქციის ვებ-გვერდზე განთავსება

უპირატესობა მიენიჭება შემდეგი უნარების/ცოდნის მქონე კანდიდატებს:

** კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** მომხმარებლებთან ურთიერთობის გამოცდილება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა
** სიახლეების სწავლის სურვილი
** ინგლისური ენა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შემდეგ მისამართზე - hello@nido.ge გამოაგზავნოთ თქვენი CV და მოკლე აღწერა (100 სიტყვა) თუ რატომ გინდათ მუშაობა nido.ge-ში. გთხოვთ ასევე ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ - "ანაზღაურებადი სტაჟირება - კლიენტებთან ურთიერთობა".

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა