• https://charte.ge/

ავტორი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების ოფიცერი მარნეულსა და ხობში
დამსაქმებელი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2017/04/02
ნანახია: 1058 -ჯერ

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფიცრის თანამდებობაზე მარნეულისა და ხობის ფილიალებში.

"კრისტალი" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 60 000 - ზე მეტ კლიენტურას და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში 40 ფილიალისა და 11 სერვისცენტრის მეშვეობით. 

"კრისტალი" გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით
** საბონუსე სისტემას
** პრემიალურ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** დეკრეტული შვებულების ნაწილობრივ ანაზღაურებას
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** საუკეთესო სამუშაო პირობებს

ძირითადი მოვალეობები:

** კრისტალის პროდუქტებით დაინტერესებული პოტენციური კლიენტების მოძიება/მოზიდვა (ფილიალების გარეთ); 
** პოტენციური კლიენტისათვის პირობების გაცნობა; პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;
** პროდუქტების გაყიდვების ზრდის მიზნით სარეკლამო ფლაერების დარიგება;

"კრისტალი" ეძებს მათ ვინც არის:

** მიზანდასახული და ენერგიული
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარის მქონე

და ვისაც აქვს:

** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა)
** საშუალო ან პროფესიული განათლება

დაინტერესებულ პირებს 2017 წლის 2 აპრილს 17:00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა: http://goo.gl/forms/5tSIsgnQAE

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა