• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მიმტანი
დამსაქმებელი: სპილერი
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2014/12/25
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
ენები
ქართული
რუსული
ინგლისური
ნანახია: 1090 -ჯერ
შპს “სპილერი” აცხადებს კონკურსს  მიმტანის  ვაკანსიაზე
 
 
 
თანამდებობრივი მოვალეობები:
 
  • სტუმრის დახვედრა, მომსახურება და გაცილება;
  • სტუმრისათვის დახმარების აღმოჩენა კერძისა და სასმელის არჩევაში, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა; 
  • მიღებული შეკვეთების ზუსტი შესრულება და აღრიცხვა;
  • სამზარეულოსთან შეთანხმებული მუშაობა;
  • სამუშაო ადგილის მომზადება და მისი სათანადოდ შენარჩუნება;
  • დარბაზის სისუფთავის კონტროლი და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • თანამდებობრივი ვალდებულებების და პროცედურების ზედმიწევნით შესრულება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება აუცილებელია;
  • ეტიკეტის ნორმების ცოდნა;
  • სალარო აპარატთან მუშაობის უნარი  და საბანკო ოპერაციების შესრულების უნარი                (პოს-ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება)
  • ქართული ენის (წერითი, სასაუბრო)  სრულყოფილი ცოდნა , რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასურველია;
 
საჭირო  თვისებები:
 
  • ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
თუ თქვენ შეესაბამებით ზემოთ აღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: spiler_pub@yahoo.com მიმდინარე წლის 25 დეკემბრამდე   და მიუთითოთ თემა ”Waiter”,  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა