• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
შეფ-მზარეული
დამსაქმებელი: სპილერი
კატეგორია: სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2014/12/26
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1141 -ჯერ
შპს “სპილერი” აცხადებს კონკურსს  შეფ-მზარეულის  ვაკანსიაზე
 
 
 
თანამდებობრივი მოვალეობები:
 
  • სამზარეულოს  გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • სამზარეულოს პერსონალის ორგანიზებული მართვა და ზედამხედველობა;
  • კერძების მომზადება რესტორანში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • ქართული და ევროპული სამზარეულოს საფუძვლიანი ცოდნა;
  • მენიუს შემადგენელი კერძების მომზადების მეთოდების ცოდნა;
  • რეცეპტების შექმნის გამოცდილება და მენიუს დახვეწასა და განახლებაზე ზრუნვა;
  • სამზარეულოს ინვენტარის, მანქანა-დანადგარებისა და იარაღების დანიშნულების ცოდნა, უსაფრთხოდ  გამოყენება, მოვლა და შენახვა;
  • შესყიდვებისა და მარაგების კონტროლი; 
  • რესტორნისა და სამზარეულოს შეთანხმბულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • სამზარეულოს  სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების კონტროლი;
  • თანამდებობრივი ვალდებულებების და პროცედურების ზედმიწევნით შესრულება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
 
  • მნიშვნელოვანია განათლება კულინარიის სფეროში;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1  წლიანი გამოცდილება აუცილებელია;
  • სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურისა და ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • ცივი და ცხელი კერძების მომზადების გამოცდილება ( პრიორიტეტად ჩაითვლება ლუდის მენიუზე მუშაობის გამოცდიელბა);
  • საკვები და სასმელი პროდუქტის მაღალ დონეზე ცოდნა.
 
საჭირო  თვისებები:
 
  • ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა;
  • სწრაფად რეაგირებისა და გადაწვეტილების მიღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
თუ თქვენ შეესაბამებით ზემოთ აღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე,  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: spiler_pub@yahoo.com მიმდინარე წლის 25  დეკემბრამდე   და მიუთითოთ თემა ”Chef”,  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა