• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სამეურნეო განყოფილების უფროსი ბათუმში
დამსაქმებელი: ბისკოტო
კატეგორია: სამშენებლო,
ბოლო ვადა: 2014/12/31
მდებარეობა: ბათუმი
განათლება ბაკალავრი
სქესი: მამრობითი
მართვის მოწმობა B კატეგორია

ნანახია: 1410 -ჯერ
შპს ბი ემ სი „გორგია“ აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო განყოფილების უფროსის პოზიციაზე ბათუმში. 
 
სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: ბათუმი
სქესი: მამრობითი 
 
 
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
 
  • განყოფილების თანამშრომელთა შორის სამუშაოს გადანაწილება, მათი ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
  • სამეურნეო ხარჯების გაანალიზება, გასაღები სამეურნეო ხარჯების რეალობის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში, მათი მიზანშეუწონლობის / მიზანშეწონილობის დასაბუთება;
  • ელექტრომომარაგების, სატელეფონო კავშირის, გათბობის, კონდიცირებისა და წყალმომარაგების სისტემების გამართული მუშაობისა და სანიტარიული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა; საზოგადოებრივი კვების ობიექტების მუშაობის კოორდინაცია;  ავტოპარკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის  ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მოვლა და ექსპლუატაცია; იჯარების კონტროლი;
  • რეგულარული ანგარიშების მომზადება მოთხოვნისამებრ უფროსთან წარსადგენად;
  • ორგანიზაციის / გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა, სამუშაოსთან დაკავშირებული  დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:
 
 
  • სამუშაო გამოცდილება – მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • სავალდებულო მოთხოვნა - სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება 
  • მართვის მოწმობა – B კატეგორია
  • ქართული  ენის ცოდნა
 
განათლება:
 
  • უმაღლესი - სასურველია, სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით
 
პიროვნული თვისებები:
 
  • მიზანდასახული
  • შრომისმოყვარე
  • კომუნიკაბელური
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • არაკონფლიქტური
  • კარგი ორგანიზაციული უნარები
  • კრიტიკულ სიტუაციებში სწორი და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი
 
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2014 წლის  31 დეკემბერი
 
დაინტერესების შემთხვევაში გადმოგზავნეთ დეტალური CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@gorgia.ge.  პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი მიუთითეთ მეილის სათაურის ველში; წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა