• https://charte.ge/

ავტორი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა

mail: hr@chita.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სტაჟირება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში
დამსაქმებელი: სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2017/04/20
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1052 -ჯერ

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და  გუნდურ მუშაობას.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „ჭი–ტა“ აცხადებს სტაჟირების პროგრამას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში.

სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობა: 3–დან – 6 თვემდე (არაანაზღაურებადი) სამომავლო დასაქმების პერსპექტივით. 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი ან არასრული განათლება ფსიქოლოგიის ან სოციოლოგიის მიმართულებით;
  • კვლევების ორგანიზება და ჩატარების გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობაში.

ძირითადი მოვალეობები: 

  • ინტერვიუების დაგეგმვა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
  • საბუთების და ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება/განლაგება/დაარქივება.
  • სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 დღე)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@chita.ge  ვაკანტური პოზიციის დასახელების  მითითებით.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება  კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა