• https://charte.ge/

ავტორი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა

mail: hr@chita.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მონიტორინგის სპეციალისტი
დამსაქმებელი: სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2017/04/15
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1138 -ჯერ

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და  გუნდურ მუშაობას. 

კომპანია აცხადებს მონიტორინგის სპეციალისტის ვაკანსიას.
 
მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2–3 წლიანი გამოცდილება (სავალდებულოა);
  • პროდუქციის განთავსებისა და მომსახურების წესების ცოდნა (სავალდებულოა);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარები და პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შრომისმოყვაროება;

მოვალეობები:

  • ფილიალების ყოველდღიური მონიტორინგი – პროდუქციის განთავსების, მომსახურების ხარისხის შეფასება;
  • ანგარიშების მომზადება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@chita.ge    ვაკანტური პოზიციის დასახელების  მითითებით.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება  კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა