• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე/მზარეული
დამსაქმებელი: ჯეოპიცა
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება, სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2015/01/05
მდებარეობა: თბილისი
ენები
ინგლისური
რუსული
მიმაგრებული ფაილები: სააპლიკაციო_ფორმა_-_შპს_ჯეოპიცა1.docx

ნანახია: 989 -ჯერ
შპს „ჯეოპიცამ“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ქსელთან „Domino’s Pizza” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
ხელშეკრულების ფარგლებში, მომდევნო 5 წლის მანძილზე, საქართველოში „Domino’s Pizza”-ის მინიმუმ 10 რესტორანი გაიხსნება. შპს „ჯეოპიცას“ ინფორმაციით, საქართველოში „Domino’s Pizza“-ის ქსელის განვითარებას კომპანია ვაკე-საბურთალოს რაიონში რესტორნების გახსნით დაიწყებს. 
 „Domino’s Pizza“ 1960 წელს დაარსდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და დღეს პიცერიების უდიდეს ქსელს წარმოადგენს მსოფლიოში, რომელიც 11,000-ზე მეტ რესტორანს ფლობს 70 ქვეყანაში. კომპანია წარმატებით ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას პიცის მიწოდების სერვისში და მომხმარებელს პიცის მრავალფეროვან მენიუს სთავაზობს.
შპს „ჯეოპიცა“ აცხადებს შემდეგ ვაკანსიას:
  • რესტორნის გუნდის წევრი (სალარო / სამზარეულო);
დეპარტამენტი: საოპერაციო დეპარტამენტი
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების სტატუსი: სრული განაკვეთი
 
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
  • პიცის და სხვა კერძების მომზადება რესტორანში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • მომხმარებლის ხარისხიანად და ეფექტურად მომსახურება;
  • რესტორანში რამდენიმე პოზიციის ცოდნა და მათზე მუშაობის უნარი;
  • გაყიდვების გაზრდაში მონაწილეობის მიღება; 
  • ლოკალურ მარკეტინგულ პროგრამებში ჩართულობა;
  • პროდუქტის უმაღლესი ხარისხის დონის შენარჩუნება;
  • კოპმანიის სტანდარტებთან მუდმივად შესაბამისობაში ყოფნა, რათა დაკმაყოფილებულ იქნეს სტუმრების მოთხოვნები. რესტორნის სტუმრებთან მუდმივ კონტაქტში ყოფნა;
  • უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ ერთი წელი სარესტორნო სფეროში;
  • ინგლისური ენის ფლობა სასაუბრო დონეზე;
  • რუსული ენის ფლობა სასაუბრო დონეზე;
  • ქართულად თავისუფლად, გამართულად მეტყველება და წერა;
  • საშუალო ან უმაღლესი განათლება ;
  • საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა.
პიროვნული თვისებები:
  • ენერგიულობა, შედეგების მიღწევებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;
  • მოწესრიგებულობის მაღალი დონე;
  • სტრესული  გარემოში მუშაობის უნარი;
  • მიზანდასახული და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
სამუშაო პირობები:
  • კონკურენტუნარიანი ხელფასი;
  • ბონუსები შესრულებული სამუშაოს შედეგების მიხედვით;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა საერთაშორისო კომპანიაში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა და CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე (აუცილებლად მიუთითეთ მინიმუმ 2 რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემი) კომპანიის ელექტრონულ მისამართზე:vacancy@dominospizza.ge 2015 წლის 5 იანვრის ჩათვლით. 
გთხოვთ, სასურველი პოზიციის დასახელება მიუთითოთ ელ.ფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი აპლიკაცია არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, შემოსული CV-ების სიმრავლიდან გამომდინარე, შპს „ჯეოპიცას“ გუნდი მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა