• https://charte.ge/

ავტორი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ფულადი სახსრების მართვის სპეციალისტი
დამსაქმებელი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო
კატეგორია: საბანკო,
ბოლო ვადა: 2014/12/24
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ნანახია: 755 -ჯერ
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო
 
თანამდებობა:    ფულადი სახსრების მართვის სპეციალისტი
განყოფილება:    ხაზინის განყოფილება
ექვემდებარება:   ხაზინის განყოფილების უფროსი
 
შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო” წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.
 
 
ჩვენ გთავაზობთ
 
საუკეთესო წამახალისებელ სქემებს:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
  • საპენსიო დაზღვევა;
  • პროფესიული ტრეინინგები.
  • განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
 
თანამდებობის მიზანი: 
  • ფულადი სახსრების მართვის სპეციალისტი პასუხისმგებელია შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს ფულადი სახსრების კონტროლსა და მონიტორინგზე მთელი ორგანიზაციის მასშტაბით
 
ძირითადი პასუხისმგებლობა:
  • კრედოს ფილოსოფიის და მიზნების გაგება და მხარდაჭერა;
  • ზედამხედველის მიერ წამოყენებული მიზნების შესასრულებლად გააკეთოს ყველაფერი, რაც მის შესაძლებლობებს არ აღემატება და შეუწყვეტლივ იმუშაოს იმისათვის, რომ ორგანიზაციამ მიაღწიოს თავის მიზნებს; 
  • შეასრულოს ყველა საქმიანობა კრედოს სტრატეგიის და მეთოდიკის შესაბამისად;
ძირითადი მოვალეობები:
  • სალაროებში და სწრაფი გადახდების აპარატებში თანხების ოპტიმალური მართვა და კონტროლი;
  • შიდა და გარე სისტემებთან რეკონსილიაცია;
  • ყოველდღიური ანგარიშგება (ბიზნესის მოთხოვნის შესაბამისად);
  • სწრაფი ფულადი გზავნილების მართვა და კონტროლი;
  • სწრაფი ფულადი გზავნილების ანალიტიკური რეპორტების მომზადება (ვალუტების, გზავნილების სახეობების მიხედვით და სხვა მოთხოვნის შესაბამისად);
  • საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების კონტროლი და ანგარიშგება; 
  • ანგარიშსწორების და გადარიცხვების მონიტორინგი;
  • ბანკებთან დადებული გარიგებების კონტროლი.

 

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

  • ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში ან სხვა მსგავს სფეროში
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • აუცილებელია MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება და პროფესიული ეთიკა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა  ქართულ ან ინგლისურ ენაზე. “ვაკანტური პოზიციის დასახელება/განყოფილება/ფილიალი”-ის ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია.
 
განცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2014 წლის 24 დეკემბერი.
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა