• https://charte.ge/

ავტორი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრობლემური სესხების ოფიცერი აჭარის რეგიონში
დამსაქმებელი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო
კატეგორია: ბუღალტერია/ფინანსები, საბანკო,
ბოლო ვადა: 2014/12/24
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 714 -ჯერ
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო
 
თანამდებობა:პრობლემური სესხების ოფიცერი (აჭარის რეგიონში).
 
ექვემდებარება: რეგიონალურ მენეჯერის და იურიდიული დეპარტამენტრის უფროსის მოადგილეს.
 
შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო” წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.
 
 
 
ჩვენ გთავაზობთ
 
საუკეთესო წამახალისებელ სქემებს:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
  • საპენსიო დაზღვევა;
  • პროფესიული ტრეინინგები.
  • განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
 
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდებს
ეკონომიური, ფინანსური და/ან სხვა შესაბამისი განათლებით, რომელთაც სურვილი აქვთ იმუშაონ მზარდ და სტაბილურ ორგანიზაციაში. 
 
 
პოზიციის მიზანი: 
 
პრობლემური სესხების ოფიცრის საქმიანობის ძირითად მიზანს  წარმოადგენს ორგანიზაციის  მიერ გაცემულ პრობლემურ სესხებზე ადმინისტრირება, პრობლემური სესხების მოგვარებაზე ზრუნვა, რაც გამოიხატება სესხების დაფარვის/გადახდის მიზნით ორგანიზაციის ინტერესების დასაცავად მსესხებლებთან/თავდებებთან ორგანიზაციის სახელით ურთიერთობაში. 
 
 
ძირითადი მოვალეობები:
  • ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად დავალიანების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან/გარანტორებთან გასაუბრების ჩატარება;
  • მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური სესხების მოგვარებაზე ზრუნვა;
  • საქმიანობის კოორდინირება  რეგიონის მენეჯერთან და რეგიონალურ იურისტთან. 
  • სესხების დაფარვისათვის მაქსიმალური ძალისხმევა, პრობლემურ მსესხებლებთან და თავდებებთან  ვიზიტებზე სიარული, სატელეფონი ზარების განხორციელება, რთულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • პერიოდულად ვიზიტების განხორციელება კლიენტებთან საცხოვრებელი  ადგილის მიხედვით.
 
განათლება, უნარები და შესაძლებლობები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკურის განხრით);
  • სასურველია საკრედიტო ექსპერტად, პრობლემური სესხების ექსპერტად, იურისტად,  აღმასრულებლად  ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი;
  • სტრესულ სიტუციებში მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა  ქართულ ან ინგლისურ ენაზე. “ვაკანტური პოზიციის დასახელება/განყოფილება/ფილიალი”-ის ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია.
 
განცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2014 წლის 24 დეკემბერი.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა