• https://charte.ge/

ავტორი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

tel: (+995) 593 81 41 41
mail: vacancy@evex.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ადმინისტრატორი ზუგდიდსა და ბათუმში
დამსაქმებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
კატეგორია: ადმინისტრაცია, სამედიცინო,
ბოლო ვადა: 2014/12/20
განათლება ბაკალავრი
ნანახია: 1290 -ჯერ
“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ (სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“)  აცხადებს  ადმინისტრატორის ვაკანსიას ზუგდიდსა და ბათუმში
 
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. დღეისათვის კორპორაცია მართავს 37 სამედიცინო დაწესებულებას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის არის 11 რეფერალური ჰოსპიტალი, 2 სპეციალიზირებული ჰოსპიტალისა, 19 რაიონული ჰოსპიტალი, 5 ამბულატორიული ცენტრი. „სამედიცინო კორპორაციია ევექსის“ ჰოსპიტალები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, ტყიბული), აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ქედა, ხულო, შუახევი), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ), კახეთი (თელავი, ახმეტა, ყვარელი), სამცხე–ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი) და თბილისი („იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი“; „ბავშვთა ახალი კლინიკა“; „კარაპს მედლაინი“; „ახალი სიცოცხლე“).
 
 
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: 
  • ბათუმი
  • ზუგდიდი
 
ძირითადი მოვალეობები:
  • სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის წარმოება მოთხოვნისამებრ;
  • დოკუმენტების დახარისხება მათი დანიშნულებისა და შინაარსის მიხედვით;
  • დოკუმენტების არქივირება და მისი მართვა; 
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მონაცემების შეყვანა და დამუშავება მოთხოვნისამებრ
  • დაინტერესებული პირების დროულად და ამომწურავად ინფორმირება და მიმართულების მიცემა შესაბამის საკითხებზე;
  • შემოსულ სატელეფონო ზარებზე რეაგირება, გადამისამართება ადრესატებთან და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება; 
  • საქმიანი სატელეფონო ზარების განხორციელება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
  • სავალდებულოა უმაღლესი განათლება, 
  • უპირატესობა მიენიჭება ჯანდაცვის მართვის ან სამედიცინო მიმართულებით უმაღლეს განათლება
  • სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციულ- საოფისე პოზიციაზე არანაკლებ 1 წლისა;
  • სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
 
დამატებითიმოთხოვნები;
 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ორგანიზებულობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • კომუნიკაციის სწორად და გამართულად წარმართვის უნარი;
  • დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს  გთხოვთ  თქვენი რეიზუმე  გამოგზავნოთ  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@evex.ge.  სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება და დასაქმების სასურველი ადგილი, მაგალითად:  „ადმინისტრატორი – ბათუმი“
 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 დეკემბერი, 2014
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა