სერვისცენტრის მენეჯერი ოზურგეთში |
დამსაქმებელი: |
საქართველოს ფოსტა |
კატეგორია: |
გაყიდვები,
|
ბოლო ვადა: |
2014/12/21 |
მდებარეობა: |
ოზურგეთი
|
განათლება |
ბაკალავრი
|
მიმაგრებული ფაილები: |
Attachment3.DOC
|
ნანახია: |
1297 -ჯერ |
შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას სერვისცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე ოზურგეთში.
სამუშაო ადგილი: ოზურგეთი.
ძირითადი მოვალეობები:
- სერვისცენტრის ხელმძღვანელობა, მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევის კოორდინირება;
- სერვისცენტრში კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურების უზრუნველყოფა;
- დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათი სამუშაოს კოორდინირება, შესასრულებელი სამუშაოს ზედამხედველობა;
- სერვისცენტრის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების სფეროში;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სამუშაო დონეზე;
- MS Office პროგრამების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- გამართულად მეტყველების უნარი;
- წერითი კომუნიკაციის უნარი;
- მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
- ინიციატივა.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:
- კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
- გასაუბრების პირველი ეტაპი;
- გასაუბრების მეორე ეტაპი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:
career@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დავუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 21.12.2014