• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
შიდა აუდიტის განყოფილების ხელმძღვანელი თბილისსა და ქუთაისში
დამსაქმებელი: მინიმარტს
კატეგორია: საბანკო,
ბოლო ვადა: 2014/12/20
განათლება ბაკალავრი
ენები
ინგლისური
რუსული
ნანახია: 795 -ჯერ
 სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ კრისტალი“ აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
 
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქუთაისი
განაკვეთი: სრული
 
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" არის ბრიტანულ-ამერიკულ-ქართული კომპანია, რომელიც მიკრო სესხების გაცემის გზით ხელს უწყობს მცირე ბიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში.  "კრისტალი" -- ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოში -- საქართველოს 5 რეგიონში ემსახურება 40,000-ზე მეტ კლიენტს 26 ფილიალის მეშვეობით.
 
ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის შიდა აუდიტის ფუნქციის გაძღოლა, კერძოდ, იმის უზრუნველოყოფა რომ:კომპანია მოქმედებს კანონმდებლობის და მესამე მხარეებთან დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად;
  • კომპანიის სტრუქტურა და სამუშაო სისტემები უზრუნველყოფენ მისი ამოცანების ეფექტურად და ეფექტიანად მიღწევას;
  • კომპანიის მმართველობითი და სამუშაო სისტემები ფუნქციონირებენ შიდა მარეგულირებელ დოკუმენტებთან შესაბამისობაში;
  • კომპანიის შიდა ოპერაციული და ფინანსური ანგარიშგება ყველა დონეზე ზუსტად ასახავს რეალობას, არის სრული და დროული; 
  • კომპანიის ადამიანური, ფიზიკური და ინტელექტუალური აქტივები ეფექტურად გამოიყენება და სათანადოდ არის დაცული;
  • კომპანიის შიგნით და მესამე მხარეებთან ურთიერთობაში თაღლითობის რისკი მინიმიზებულია;
  • კომპანიის წინაშე არსებული შიდა და გარე რისკები სათანადოდ არის იდენტიფიცირებული და მართული. 
 
ძირითადი მოთხოვნები:
  • მსხვილი კერძო კომპანიის შიდა აუდიტში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება
  • მცირე გუნდის მართვის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება 
  • უმაღლესი ეკონომიკური (ან ფინანსური) განათლება;
  • მცირე ბიზნესისა და მიკროეკონომიკის საფუძვლების ზედმიწევნით ცოდნა;
  • მიკროდაკრედიტების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის კარგად ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)
 
უნარები:
  • მცირე გუნდის (5 ადამიანი) საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმარების (მათ შორის ფინანსური) გამოკვეთილი უნარი;
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება
  • სტრესულ  და დაძაბულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
  • სხვადასხვა დონის და მომზადების აუდიტორიასთან მოქნილი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი (როგორც ზეპირი ისე წერილობითი)
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნოთ  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge ფორმის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2014 წლის 20 დეკემბერი.
 
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე:  www.crystal.ge
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა