• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრომო გოგონა
დამსაქმებელი: დიპლომატ ჯორჯია
კატეგორია: მარკეტინგი
ბოლო ვადა: 2014/09/15
მდებარეობა: თბილისი
ასაკი: 19 - 25 წელი
სქესი: მამრობითი
ნანახია: 567 -ჯერ

შპს “დიპლომატ ჯორჯია” აცხადებს ვაკანსიას პრომო გოგონას პოზიციაზე 

სადისტრიბუციო კომპანია შპს „დიპლომატ ჯორჯია“ არის Procter and Gamble-ის და Nestle-ს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში. ამასთან ერთად შპს „დიპლომატ ჯორჯია“ არის დიპლომატ ისრაელის შვილობილი კომპანია და დიპლომატ გლობალის ჯგუფის წევრი. ჯგუფი აერთიანებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: საქართველო, ისრაელი, სამხრეთ აფრიკა და კვიპროსი.

შპს „დიპლომატ ჯორჯია“ არის ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც მისი დისტრიბუციით ფარავს  მთელს საქართველოს.

ვალდებულებები:

  • სავაჭრო ობიექტზე კლიენტების მოზიდვის უზრუნველყოფა;
  • პირის ღრუს მოვლის საშუალებებზე მომხმარებლებში ინფორმირებულობის ზრდის ხელშეწყობა;
  • მომხმარებლისათვის კომპანიის პროდუქციის  (Oral B) მახასიათებლებისა და უპირატესობების წარდგენა /გაცნობა;
  • მომხმარებლისათვის  შეთავაზების გაკეთება და  საჭირო პროდუქციის შერჩევაში დახმარების გაწევა;
  • კომპანიის მოთხოვნებისა   და სტანდარტების შესაბამისად პროდუქციის თაროზე განლაგების უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის ნაშთის  მონიტორინგის გაწევა  და საჭიროებისამებრ  თაროს ან სტენდის შევსება;
  • სავაჭრო ობიექტზე დაგეგმილი აქტივობებით პროდუქციის გაყიდვების ზრდის  უზრუნველყოფა;


მოთხოვნები:

  • შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  • კომუნიკაბელური და პრობლემების გადაჭრის უნარის მქონე;
  • დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;


აღნიშნულ ვაკანსიაზე განიხილებიან 19–დან 25 წლამდე ახალგაზრდა გოგონები.
უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო  ( სტომატოლოგიური) განათლების მქონე გოგონებს


დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ  გამოაგზავნეთ CV სურათით ქართულ ენაზე,გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ მეილის სათაურში. 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა