• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საინფორმაციო ოფიცერი
დამსაქმებელი: ვითიბი ბანკი
კატეგორია: საბანკო,
ბოლო ვადა: 2014/12/25
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 654 -ჯერ
თბილისში ახალი გაყიდვების წერტილების გახსნასთან დაკავშირებით სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს საინფორმაციო ოფიცრის ვაკანსიას
 
სამუშაო ადგილი:თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 25.12.2014
 
ძირითადი მოვალეობები:
  • საინფორმაციო ოფიცრის მოვალეობებში შედის ბანკში შემოსული კლიენტების დახვედრა, საჭიროების შემთხვევაში რიგის ნომრის მინიჭება, კლიენტების შეკითხვებზე პასუხის გაცემა და პირველადი ინფორმაციის მიწოდება ბანკში არსებული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ. საინფორმაციო ოფიცრის მიზანია, რომ მომხმარებლის ვიზიტი ბანკში იყოს მაქსიმალურად სწრაფი, კომფორტული და სასიამოვნო.
მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • რუსული და ინგლისური ენების ფლობა
  • სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office)  ცოდნა
უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი 
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • თავაზიანი
  • გაწონასწორებული
  • სხარტი აზროვნების უნარი
  • შედეგზე და განვითარებაზე ორიენტირებული
  • სასიამოვნო გარეგნობა
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით (3X4) ელ. მისამართზეvacancy@vtb.com.ge   არაუგვიანეს 2014 წლის  25 დეკემბრისა.
 
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: „საინფორმაციო ოფიცერი, თბილისი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა