მოლარე–ოპერატორი |
დამსაქმებელი: |
ვითიბი ბანკი |
კატეგორია: |
საბანკო,
|
ბოლო ვადა: |
2014/12/25 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
განათლება |
ბაკალავრი
|
ენები |
ინგლისური რუსული ქართული |
ნანახია: |
797 -ჯერ |
თბილისში ახალი გაყიდვების წერტილების გახსნასთან დაკავშირებით სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს მოლარე–ოპერატორის ვაკანსიას
სამუშაო ადგილი:თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 25.12.2014
მოვალეობები:
- ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება
- ბანკის საოპერაციო დღის პროგრამაში ტრანზაქციების წარმოება განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში
- ნაღდი ფულით ოპერაციების წარმოება (თანხის მიღება-გაცემა, ვალუტის გაცვლის ოპერაციები)
- ინკასაციის ოპერაციების წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ბანკის სალაროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
- სასურველია საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულით და სხვა ფასეულობებით ოპერაციების წარმოებასთან დაკავშირებული ნორმატივების ცოდნა
- სასურველია ვალუტის ნომინალებისა და ყალბი ფულის გარჩევის ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
- აუცილებელია რუსული ენის ცოდნა
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
- სასურველია საბანკო კომპიუტერული პროგრამა ALTA–ში მუშაობის გამოცდილება
უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის და მომსახურების უნარი
- მოწესრიგებული, ორგანიზებული
- სხარტი აზროვნების უნარი
- დეტალებზე ორიენტირებული
- საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება
- პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
- გარემოსადმი სწრაფი ადაპტირების უნარი
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით (3X4) ელ. მისამართზე
vacancy@vtb.com.ge არაუგვიანეს
2014 წლის 25 დეკემბრისა.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: „მოლარე–ოპერატორი, თბილისი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.