• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ანგარიშების მთავარი მენეჯერი
დამსაქმებელი: ვითიბი ბანკი
კატეგორია: საბანკო,
ბოლო ვადა: 2014/12/25
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 964 -ჯერ
თბილისში ახალი გაყიდვების წერტილების გახსნასთან დაკავშირებით სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს ანგარიშების მთავარი მენეჯერის ვაკანსიას.
 
სამუშაო ადგილი:თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 25.12.2014
 
 
ძირითადი ფუნქციები:
  • ფიზიკური და იურიდიული პირების კომპლექსური მომსახურება
  • ანგარიშების მენეჯერების მიერ შესრულებული ოპერაციების კონტროლი 
  • ბანკის საოპერაციო დღის პროგრამაში  ტრანზქაციების / ჩანაწერების ავტორიზება განსაზღვრული ლიმიტების და უფლებების ფარგლებში
  • ბანკის კლიენტების კონსულტირება საბანკო პროდუქტებთან და პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე
  • აქტიური გაყიდვების წარმოება ბანკის არსებულ და პოტენციურ კლიენტებზე
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • ბანკში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება 
  • საბანკო პროცესების,  საოპერაციო საქმიანობის შესაბამისი შიდა ნორმატივების საფუძვლიანი ცოდნა
  • რუსული ენის სრულყოფილად ფლობა 
  • სასურველია ინგლისური ენის კარგად ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (MS Office)
  • სასურველია საბანკო პროგრამა ALTA–ში მუშაობის გამოცდილება
 
უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
  • გაყიდვების უნარი
  • პრობლემის იდენტიფიკაციისა და დროულად გადაჭრის უნარი 
  • მოწესრიგებული, ორგანიზებული
  • დეტალებზე ორიენტირებული 
  • კონკურენტულ გარემოში აქტიური მუშაობის უნარი 
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხის მქონე 
  • მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული
 
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით (3X4) ელ. მისამართზეvacancy@vtb.com.ge  არაუგვიანეს 2014 წლის  25 დეკემბრისა.
 
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: „ანგარიშების მთავარი მენეჯერი , თბილისი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა