• https://charte.ge/

ავტორი

ევროპული საგანმანათლებლო ცენტრი VETO

tel: (+995 32)2148814
mail: vetocentri@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
სასაუბრო რუსულის ინტენსიური კურსი ფასდაკლებით 50 ლარად
დამსაქმებელი: ევროპული საგანმანათლებლო ცენტრი VETO
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2015/01/05
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური უფასო
ნანახია: 1307 -ჯერ

სასაუბრო რუსულის ინტენსიური კურსი ფასდაკლებით 50 ლარად

გთავაზობთ საახალწლო ფასდაკლებას რუსული ენის სწრაფშემსწავლელ კურსებზე. 
რუსული ენის შესწავლა თვეში 50 ლარად, 80 ლარის ნაცვლად. 
სასწავლო მასალა უფასოდ გადაეცემა მსმენელებს. 
 
აქცია მოქმედებს მხოლოდ 31 დეკემბრამდე რეგისტრირებულ მსმენელებზე. 
 
 „ქართულ-ევროპული საგანმანათლებლოც ცენტრი VETO“ გთავაზობთ რუსული ენის შესწავლას РКИ მეთოდით. აღნიშნული მეთოდის შესაბამისად რუსული ენის შესწავლა მიმდინარეობს 4-ჯერ უფრო სწრაფად და ხარისხიანად. 
 
 ჩვენი სასწავლო კურსის უპირატესობებია:
  • სწავლება მიმდინარეობს  РКИ მეთოდით, რომელიც შემუშავებულია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის (МГУ) მიერ სპეციალურად არარუსულენოვან მსმენელთათვის. 
  • ჩვენი პედაგოგები არიან რუსული ენის ფილოლოგები მრავალწლიანი პედაგოგიური სტაჟით და ფლობენ შესაბამის РКИ მეთოდით სწავლების სერთიფიკატს. მასწავლებლები არიან რუსულენოვანნი და ფლობენ ქართულ ენასაც.
  • ჯგუფები გამოირჩევა მსმენელთა სიმცირით (5-7 მსმენელი) და დაყოფილია ცოდნის დონეების მიხედვით, რაც პირდაპირ აისახება სწავლის შედეგზე. 
  • РКИ მეთოდი ორიენტირებულია მსმენელებს ჩამოუყალიბოს რუსულ ენაზე თავისუფლად საუბრის უნარი,  შეასწავლოს რუსული ენის გრამატიკა და  შესძინოს ყველაზე გამოყენებად სიტყვების მარაგი. 
  • სასურველი შედეგი მიიღწევა მეოთხედ დროში,  საშინაო დავალებებისა და ზედმეტი დატვირთვის გარეშე, მსმენელების გაკვეთილზე მაქსიმალურად ჩართულობის ხარჯზე.  
  • სწავლის დროს გამოიყენება რუსული ენის უახლესი სახელმძღვანელოები. მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალით.
  • ჩვენი სერთიფიკატი აღიარებულია მრავალი კომპანიის მიერ.
  • მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ორჯერ, გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1.15-1.30 სთ, დღის და საღამოს საათებში (გრაფიკი შეთანხმდება მსმენელთან). 
 
კურსი მოიცავს შემდეგ დონეებს: 
  • A1 -  ЭЛЕМЕНТАРНЫЙ УРОВЕНЬ (Breakthrough Level)
  • A2 - ПРЕДПОРОГОВЫЙ (БАЗОВЫЙ) УРОВЕНЬ (Waystage Level)
  • В1 - ПОРОГОВЫЙ УРОВЕНЬ (Threshold Level)
  • В2 - ПОСТПОРОГОВЫЙ УРОВЕНЬ (Vantage Level)
  • С1 - УРОВЕНЬ КОМПЕТЕНТНОГО ВЛАДЕНИЯ (Effective operational proficiency)
  • C2 - УРОВЕНЬ НОСИТЕЛЯ (професионального владения) ЯЗЫКА (Mastery Level)
 
 
თითოეული დონის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი დონის სერთიფიკატი (ქართულ და რუსულ ენებზე). ერთი  დონის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს. 
 
 
აქციის ფარგლებში სწავლის საფასური თვეში შეადგენს 50 ლარს,   110 ლარის ნაცვლად.
ფასდაკლებით რეგისტრირებულ მსმენელებზე ფასდაკლება მოქმედებს მომდევნო თვეებშიც,  ყველა დონეზე.
 
რეგისტრაციისათვის გადმოგზავნეთ თქვენი სახელი, გვარი და მობილურის ნომერიდა სასწავლო კურსის დასახელება ელ.ფოსტაზე vetocentri@gmail.com ან დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ მისამართზე. 
 
მისამართი: ძმები კაკაბაძეების ქ.11. მე–3 სართული (მეტრო რუსთაველთან).
ტელ.: (+995 32)2148814; (+995 32)2990135
მობ.: 599 80 74 88
ელ.ფოსტა: vetocentri@gmail.com   
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა