• https://charte.ge/

ავტორი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა

mail: hr@chita.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საწყობის მენეჯერი
დამსაქმებელი: სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა
კატეგორია: ადამიანური რესურსები,
ბოლო ვადა: 2017/03/31
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1452 -ჯერ

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და  გუნდურ მუშაობას.
 

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „ჭიტა“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე.

მოთხოვნები:

  • პროდუქციის მიღება კომპანიაში დადგენილი წესის მიხედვით;
  • ნაშთების კონტროლი
  • ხარისხის კონტროლი
  • მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლთა მუშაობის მართვა/კონტროლი
  • საწყობში არსებული პროდუქციის აღრიცხვა;
  • საწყობში დაბრუნებული პროდუქციის გადმოწერა;
  • შემოსავლის და გასავლის დოკუმენტაციის წარმოება;
  • ყოველთვიური ანგარიშების წარმოება და წარდგენა გენერალურ დირექტორთან
  • ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის დროული მომზადება
  • საწყობში არსებული ტექნიკისა და სხვადასხვა მოწყობილობების გამართულად მუშაობის კონტროლი, მათი გაუმართაობის შემთხვევაში აღმოფხვრის ორგანიზება.

წარმატებულ კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიური)
  • სისწრაფე, ოპერატიულობა;
  • გაწონასწორებული;
  • სანიმუშო სამუშაო ეთიკა და დისციპლინა;
  • სხარტი აზროვნება.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • მუშაობის გამოცდილება;
  • მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის გამოცდილება.
  • FINA - ში მუშაობის გამოცდილება – სასურველია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@chita.ge  ვაკანტური პოზიციის დასახელების  მითითებით.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება  კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა