• https://charte.ge/

ავტორი

კომპანია

tel: (+995) 595 13 02 30
mail: hoteltaia.ge@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სასტუმროს მენეჯერი
დამსაქმებელი: კომპანია
კატეგორია: ადმინისტრაცია, სასტუმრო/რესტორანი/კვება,
ბოლო ვადა: 2017/03/01
მდებარეობა: ქუთაისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
ასაკი: 25 - 35 წელი
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
ნანახია: 958 -ჯერ

"ჰოტელ თაია" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

პერსონალის მართვა: ადაპტირება და ორიენტაცია;
თანამშრომლების სწავლება, განვითარება და მათი სამსახურში შენარჩუნება;
მუდმივი მონიტრინგი, შესრულებული სამუშაოს მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა და კარიერული განვითარება;
სასტუმრო პროგრამის შესწავლა  და მასთან მუდმივი მუშაობა;
საბუთების ადმინისტრირება და კონტროლი;
ორგანიზაციის სტანდარტებთან და პრინციპებთან მუდმივ შესაბამისობაში ყოფნა, რათა დაკმაყოფილებულ იქნეს მომხმარებლის მოთხოვნები;
სივრცის ორგანიზება, წესრიგის უზრუნველყოფა მთელ ობიექტზე  და ინვენტარის კონტროლი;
სტუმრებთან პოზიტიური კომუნიკაცია;
ტურიზმის სექტორში მომსახურების მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
ტურისტული კომპანიების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
კომიუნიკაცია პარტნიორებთან და კლიენტებთან - (ქართულად, რუსულად და ინგლისურად);
სოციალური მედია მენეჯმენტი;
კომპანიის/პროდუქტების ცნობადობის ამაღლება სოციალური მედიის გამოყენებით;
მარკეტინგული აქტივობის დაგეგმვა და შესრულების ორგანიზება ინტერნეტის, ელექტრონული ფოსტის, სოციალური მედიის და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვის გამოყენებით;
კომპანიის საიტის კონტენტის მართვა და ანალიზი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ ერთი წელი (სასტუმროში ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად);
ინგლისური და რუსული ენების ფლობა B2 დონეზე (სხვა ენებიც მისასალმებელია);
უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხი  (სასურველია მენეჯმენტის მიმართულებით);

პიროვნული თვისებები:

პოზიტიური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
გამართული მეტყველება, თავაზიანობა, დახვეწილი მანერები;
ლიდერული თვისებები;
ორგანიზაციული უნარები და მოწესრიგებულობის მაღალი დონე;
შედეგების მიღწევებზე ორიენტაცია;
კრეატიულობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაციის და მართვის უნარები;
კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;
ანალიტიკური აზროვნება;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
მიზანდასახული და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარი.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. CV;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. ფოტოსურათი 3X4;
4. უმაღლესი განათლების  მიღების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

კონკურსის ეტაპები:

1. განცხადების გადარჩევა;
2. გასაუბრება;

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა