• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მენეჯერ - კონსულტანტი
დამსაქმებელი: Dioggi
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2017/03/21
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1320 -ჯერ

ყავისა და ყავის აღჭურვილობის სპეციალიზირებული უკრაინული  მაღაზიათა ქსელი „Dom Kofe Georgia“ აცხადებს ვაკანსიას მენეჯერ - კონსულტანტის პოზიციაზე.

„Dom Kofe Georgia” უკვე მეორე წელია რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და ექსკლუზიურად გთავაზობთ ცნობილი შვეიცარული ყავის Blasercafe-ს ფართო ასორტიმენტს და  ყავის მოსამზადებელ აღჭურვილობებს, ისეთი წამყვანი ბრენდებისგან, როგორებიცაა: De`Longhi, Saeco, Gaggia და ა. შ.

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:

  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
  • აუცილებელია რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
  • განვითარების და სწავლის სურვილი ყავის სფეროში;

ძირითადი მოვალეობები:  

  • კომპანიის პროდუქციის დეტალური შესწავლა;
  • მომხმარებლისთვის კვალიფიკაციური კონსულტაციის გაწევა;
  • ყავის მომზადება მომხმარებლისთვის;
  • ყავის აპარატების გაყიდვა;
  • მაღაზიაში სისუფთავის დაცვა;
  • სალაროს კონტროლი;
  • მაღაზიის მარაგების აღწერა/კონტროლი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • გრაფიკი: სრული (დასვენება 4 დღეში ერთხელ);
  • სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი  09:30 – 20:00  ,შაბათი - კვირა 10:00 – 19:00;

თუ ხართ ენერგიით სავსე, გაქვთ განვითარების სურვილი, გიყვართ ყავა და აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@domkofe.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 

Dom Kofe Georgia
Web: www.domkofe.ge 
Facebook: https://www.facebook.com/domkofegeorgia

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა