• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სავაჭრო წარმომადგენელი
დამსაქმებელი: კანტი
ბოლო ვადა: 2017/03/16
ნანახია: 3090 -ჯერ

სადისტრიბუციო კომპანია შპს "კანტი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის -პრისეილერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სავალდებულო მოთხოვნები: 

  • ფინანსური პასუხიმგებლობის უზრუნველსაყოფად, სავაჭრო ობიექტებიდან, რეალიზებული საქონლიდან მიღებული თანხების კომპანიის სალაროში შემოტანის გარანტია. (ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო, უძრავი ქონება.
  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების კუთხით - მინიმუმ 2 წელი სავალდებულოა;
  • პრეტენდენტის ასაკი 25-35 წელი
  • თბილისის ქუჩების/მისამართების, ზედმიწევნით ცოდნა
  • შრომისმოყვარე, ენერგიული, დისციპლინირებული;
  • გამოხატული კომუნიკაბელური თვისებები;
  • ბუღალტრულ საბუთებთან მუშაობის გამოცდილება: ელექტრონული ზედნადები, სალაროს აპარატი;
  • ავტომანქანის მართვის მოწმობა, B კატეგორია.

უფლება მოვალეობები:

  • წინასწარ დადგენილი მარშრუტის მიხედვით გადაადგილება;
  • საქონლის შეთავაზება სავაჭრო ობიექტებისთვის;
  • სავაჭრო ობიექტისთვის ოპტიმალური შეკვეთის უზრუნველყოფა;
  • თაროებზე განთავსებული საქონლის შესწორება და განთავსების მუდმივი კონტროლი;  
  • ფასმაჩვენებლების განთავსება პროდუქტებზე;
  • საქონლის უკან დაბრუნება ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში;
  • შემკვეთებისგან თანხების მიღება და სალაროს ჩეკის მიწოდება;
  • პერიოდული სპეციალური დავალებების შესრულება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (ქართულ ენაზე) ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@kanti.ge 2017 წლის 20 თებერვლამდე.  
ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ პირველად ინფორმაციის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებთან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა