• https://charte.ge/

ავტორი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

tel: +995 599)778686
mail: n.kochiashvili@gipa.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
სასერტიფიკატო კურსი სტრატეგიულ და კრეატიულ რეკლამაში
დამსაქმებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/12/21
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური ფასიანი (1800 ლარი )
ნანახია: 1516 -ჯერ
სტრატეგიული და კრეატიული რეკლამა
 
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და Art Factory of GIPA გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსს სტრატეგიულ და კრეატიულ რეკლამაში.
 
პროგრამის შესახებ:
 
სარეკლამო ინდუსტრია ყოველდღიურად ვითარდება და ფართოვდება. ამის პარალელურად კი საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო, მსხვილი და მცირე კომპანიები პროფესიონალი კადრების დეფიციტს განიცდიან. სწორედ აღნიშნული კომპანიების კრეატიული და არტ დირექტორების, პროფესიონალი და პრაქტიკოსი სპეციალისტების ინიციატივით შეიქმნა სტრატეგიული და კრეატიული რეკლამის სასწავლო პროგრამა. ისინი თავად გაუზიარებენ მსმენელებს საკუთარ გამოცდილებას. 
 
პროგრამის მიზანია სარეკლამო ინდუსტრიით დაინტერესებული ახალგაზრდების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და მათი ინტეგრირება თანამედროვე სარეკლამო და საკომუნიკაციო დიზაინის სივრცეში. 
 
ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, კრეატიული და სტრატეგიული აზროვნების განვითარება, ბრენდის მართვის სისტემების ცოდნა კურსდამთავრებულებს საშუალებას მისცემს სწორად დაგეგმონ და განახორციელონ ვიზუალური კომუნიკაცია, შემოქმედებითი პროექტები და სარეკლამო კამპანია. 
 
საუკეთესო კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ გაიარონ პრაქტიკა სარეკლამო კომპანიებში, სადაც ჩაერთვებიან მიმდინარე პროექტების განხორციელებაში. 
 
პროგრამის შინაარსი:
 
1.რეკლამის თეორია - ლექტორი: ვატო ქავთარაძე, საკომუნიკაციო სააგენტო „ვინდფორსი“-ს დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.
 
კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან სარეკლამო სააგენტოს სტრუქტურას, რეკლამის მნიშვნელობას,  მედიების, კომუნიკაციის საშუალებების მრავალფეროვნებას, ასევე გაეცნობიან ძველი და ახალი მედიების გამოყენების და ინტეგრირების მეთოდებს.
 
2.მარკეტინგული კომუნიკაციები - ლექტორი: ლევან კობერიძე, საკომუნიკაციო სააგენტო „ბრენდინგ.ჯი“-ს დამფუძნებელი, ბრენდ-კონსულტანტი.
 
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების საშუალებებს. გაიაზრებენ მათ შორის არსებულ კავშირებს და მათ მნიშვნელობას. გაეცნობიან  ბაზრის რეგულირების მოთხოვნებს და მედია მატარებლებს/საკომუნიკაციო არხებს.
 
3.კრეატიული კამპანია - ლექტორი:  გიორგი პოპიაშვილი, საკომუნიკაციო სააგენტო “JWT მეტრო“-ს კრეატიული დირექტორი.
 
კურსის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან კრეატიული კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების თანმიმდევრულ ეტაპებს -  იდეების გენერირებიდან მის დასრულებამდე. 
 
4.პრეზენტაციის ტექნიკა - ლექტორი: თამარ ყურაშვილი, ფილოლოგი PHD მკვლევარი
 
სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტები ისწავლიან კომუნიკაციის მეთოდებს - ვერბალურ კომუნიკაციას, პრეზენტაციის მომზადებას და გუნდურ მუშაობას.
 
5.ბრენდინგი - ლექტორი: ალექს ჩიქოვანი, საკომუნიკაციო სააგენტო „ლაივი“-ს დამფუძნებელი, ბრენდ-კონსულტანტი.
 
კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ბრენდის მართვის სისტემები, მისი ფუნქცია და კონცეფცია, სახელის შერჩევა და საკომუნიკაციო სტრატეგია ბრენდის პლატფორმაზე დაყრდნობით.
 
6.ბრენდის ვიზუალიზაცია - ლექტორი: ლევან რატიშვილი, სარეკლამო  კომპანია „MG“-ს და ღვინის კომპანია „ბესინი“-ს არტ დირექტორი.
 
კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან პროდუქტის დიზაინისა და შეფუთვის არსს, ბრენდთან მიმართებაში ტექნოლოგიებისა და დიზაინის თავისებურებებს, ასევე სტრატეგიული დიზაინის ელემენტებს. სტუდენტები გაიაზრებენ მათ შორის არსებულ კავშირებსა და მათ მნიშვნელობს. 
 
7.რეკლამის სტრატეგია - ლექტორი: ეკა ყიფიანი, საკომუნიკაციო სააგენტო “JWT მეტრო“-ს კრეატიული დირექტორი.
 
კურსის მიზანია კამპანიის სტრატეგიის სტრუქტურის, მიზნებისა და  ამოცანების გაცნობა. სტუდენტები შეისწავლიან კრეატიული სტრატეგიის შემუშავებას და მის აღსრულებას ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების, ბრენდინგისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარებზე დაყრდნობით. 
 
8.შემოქმედებითი პროცესის მართვა - ლექტორი: ნინა ნემსაძე, საკომუნიკაციო სააგენტო “JWT მეტრო“-ს კრეატიული დირექტორი.
 
კურსის მიზანია შემოქმედებით და სარეკლამო ტექსტებზე (სცენარი, „ნეიმინგი“, სლოგანი, ქვეტექსტი) მუშაობის სპეციფიკის შესწავლა, ძირითადი ფორმებისა და მოდელების ათვისება, სოციალური რეკლამის თავისებურების შესწავლა და შემოქმედებითი კონცეფციის ჩამოყალიბება. 
 
ტექნიკური აღწერილობა:
 
სწავლის ხანგრძლივობა: 14 კვირა, სწავლა დაიწყება 2015 წლის 20 იანვარს.
ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე. საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2014 წლის 21დეკემბერი
პროგრამის მოცულობა: 144 საათი
პროგრამის ღირებულება: 1800 ლარი 
სწავლების ენა: ქართული
სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები.
 
მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად:
  • თითოეულ საგანში პროექტის მომზადება და წარდგენა;
  • ფინალური ჯგუფური პროექტის მომზადება და წარდგენა.
 
მისაღები პროცედურები:
 
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
 
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (http://goo.gl/ulCC8D);
  • ავტობიოგრაფია (CV) ;
  • საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისისთან (22 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით).
შერჩევის კრიტერიუმები:
  • მოტივაცია
  • კომუნიკაციის უნარი
  • სამუშაო გამოცდილება
 
საკონტაქტო პირი: ნინო ქოჩიაშვილი
კოორდინატორი 
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი 
ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა
 
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
მის: მარი ბროსეს 2, მესამე სართული, თბილისი, 0108
ტელ: (995 32)2497501 
მობ: (+995599)778686
ელ-ფოსტა: n.kochiashvili@gipa.ge
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა