• https://charte.ge/

ავტორი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

tel: (+995 599)778686
mail: n.kochiashvili@gipa.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
სასერტიფიკატო კურსი გრაფიკული დიზაინის ტექნოლოგიებში
დამსაქმებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/12/21
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური ფასიანი (1800 ლარი )
ნანახია: 1404 -ჯერ
გრაფიკული დიზაინის ტექნოლოგიები
 
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და Art Factory of GIPA გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსს გრაფიკული დიზაინის ტექნოლოგიებში.
 
პროგრამის შესახებ:
 
სარეკლამო ინდუსტრია ყოველდღიურად ვითარდება და ფართოვდება. ამის პარალელურად კი საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო, მსხვილი და მცირე კომპანიები პროფესიონალი კადრების დეფიციტს განიცდიან.

წორედ აღნიშნული კომპანიების კრეატიული და არტ დირექტორების, პროფესიონალი და პრაქტიკოსი სპეციალისტების ინიციატივით შეიქმნა სტრატეგიული და კრეატიული რეკლამის სასწავლო პროგრამა. ისინი თავად გაუზიარებენ მსმენელებს საკუთარ გამოცდილებას. 
 
პროგრამის მიზანია სარეკლამო ინდუსტრიით დაინტერესებული ახალგაზრდების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და მათი ინტეგრირება თანამედროვე სარეკლამო და საკომუნიკაციო დიზაინის სივრცეში. 
 
ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, შემოქმედებითი და ტექნიკური უნარების თანაბარი განვითარება, ვიზუალური კომუნიკაციის ხერხების, დიზაინის სტრატეგიის, დიზაინ-პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების ცოდნა კურსდამთავრებულებს საშუალებას მისცემს სწორად დაგეგმონ და განახორციელონ ვიზუალური კომუნიკაცია, შემოქმედებითი პროექტები და სარეკლამო კამპანია. 
 
საუკეთესო კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ გაიარონ პრაქტიკა სარეკლამო კომპანიებში, სადაც ჩაერთვებიან მიმდინარე პროექტების განხორციელებაში. 
 
პროგრამის აღწერილობა:
 
1.რეკლამის თეორია - ლექტორი: ვატო ქავთარაძე, საკომუნიკაციო სააგენტო „ვინდფორსი“-ს დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.
 
კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან მედია ხელოვნებას და კომუნიკაციის საშუალებებს, გაიაზრებენ მათ მნიშვნელობას და მათ შორის კავშირებს. მსმენელები ასევე გაეცნობიან ძველი და ახალი მედიების გამოყენების და ინტეგრირების მეთოდებს.
 
2. Photoshop - ლექტორი: მირიან ყენია, დიზაინერი.
 
კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს ფოტოგრაფიის და გრაფიკული დიზაინის საფუძვლები მსოფლიო მასშტაბით აღიარებული, ინდუსტრიულ-სტანდარტებზე დაყდრნობილი  პროგრამის, Photoshop-ის გამოყენებით.
 
3.Illustrator - ლექტორი: მაკა ჯიშკარიანი, სარეკლამო სააგენტო „მაკენ ერიქსონ“-ის  დიზაინერი.
აღნიშნული კურსის ფარგლებში, სტუდენტები შეისწავლიან როგორც გრაფიკული დიზაინის საფუძვლებს Adobe Illustrator-ის საშუალებით, ასევე Adobe Illustrator-ის გამოყენებას თანამედროვე საგამომცემლო და სარეკლამო სივრცეში.
 
4.ბრენდინგი - ლექტორი: ალექს ჩიქოვანი, საკომუნიკაციო სააგენტო „ლაივი“-ს დამფუძნებელი, ბრენდ-კონსულტანტი.
 
კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ბრენდის მართვის სისტემები, მისი ფუნქცია და კონცეფცია, სახელის შერჩევა და საკომუნიკაციო სტრატეგია ბრენდის პლატფორმაზე დაყრდნობით.
 
5.ბრენდის ვიზუალიზაცია - ლექტორი: ლევან რატიშვილი, სარეკლამო  კომპანია „MG“-ს და ღვინის კომპანია „ბესინი“-ს არტ დირექტორი.
 
კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან პროდუქტის დიზაინისა და შეფუთვის არსს, ბრენდთან მიმართებაში ტექნოლოგიებისა და დიზაინის თავისებურებებს, ასევე სტრატეგიული დიზაინის ელემენტებს. სტუდენტები გაიაზრებენ მათ შორის არსებულ კავშირებსა და მათ მნიშვნელობს. 
 
6.დიზაინის სტრატეგია - ლექტორი: ნინო ლიპარტელიანი, ასოციაცია „4Art“ პრეზიდენტი, GIPA-ს აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი.
 
სასწავლო კურსის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან დიზაინის როლს და მნიშვნელობას - რა არის დღეს დიზაინი (შემოქმედება და ბიზნესი), განვითარების ეტაპებს ეპოქების მიხედვით - როგორ არის გამოხატული ის თანამედროვე დიზაინში, პროცესს - როგორ გარდავქმნათ კონცეფცია მატერიად. 
 
7.რეკლამის სტრატეგია - ეკა ყიფიანი, საკომუნიკაციო სააგენტო “JWT მეტრო“-ს კრეატიული დირექტორი.
 
კურსის მიზანია კამპანიის სტრატეგიის სტრუქტურის, მიზნებისა და  ამოცანების გაცნობა. სტუდენტები შეისწავლიან კრეატიული სტრატეგიის შემუშავებას და მის აღსრულებას. ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების, ბრენდინგისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარებზე დაყრდნობით. 
 
ტექნიკური აღწერილობა:
 
სწავლის ხანგრძლივობა: 14 კვირა, სწავლა დაიწყება 2015 წლის 20 იანვარს.
 ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე. საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2014 წლის 21 დეკემბერი.
კურსის მოცულობა: 144 საათი
პროგრამის ღირებულება: 1800 ლარი 
სწავლების ენა: ქართული
სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
 
მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად:
  • თითოეულ საგანში პროექტის მომზადება და წარდგენა;
  • ფინალური ჯგუფური პროექტის მომზადება და წარდგენა.
 
მისაღები პროცედურები:
 
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
 
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (http://goo.gl/ulCC8D);
  • ავტობიოგრაფია (CV) ;
  • საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისისთან (22 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით).
 
შერჩევის კრიტერიუმები:
  • მოტივაცია
  • კომუნიკაციის უნარი
  • სამუშაო გამოცდილება
 
საკონტაქტო პირი: ნინო ქოჩიაშვილი
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი 
ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა
 
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
მის: მარი ბროსეს 2, მესამე სართული, თბილისი, 0108
ტელ: (995 32) 2 49 75 01 
მობ: (+995599)778686
ელ-ფოსტა: n.kochiashvili@gipa.ge
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა