• https://charte.ge/

ავტორი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

tel: (+995 599)778686
mail: n.kochiashvili@gipa.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
პრაქტიკული კურსი ფოტოგრაფიასა და Photoshop-ში
დამსაქმებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/12/21
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური ფასიანი (750 ლარი )
ნანახია: 738 -ჯერ
ფოტოგრაფია და ფოტოშოპი 
 
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და Art Factory of GIPA ფოტოხელოვნებით დაინტერესებულ პირებს გთავაზობთ შემოქმედებით პრაქტიკულ კურსს ფოტოგრაფიასა და Photoshop-ში.
 
კურსის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან ფოტოგრაფიის სხვადასხვა მიმდინარეობებსა და მიმართულებებს, ასევე, ფოტოაპარატის აგებულებას და მისი ცალკეული სტრუქტურული ელემენტების დანიშნულებას. სწავლის განმავლობაში სტუდენტები შეასრულებენ შემოქმედებით, მხატვრულ, სტუდიურ და სარეკლამო ფოტოგადაღებებს. 
 
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს განუვითარდებათ შემდეგი უნარები: შემოქმედებითი აზროვნება, პრაქტიკული სამუშაოს მართვა და შემდგომში ამ სამუშაოს შეფასება, შემოქმედებითი ფოტო-პროექტის პრეზენტაცია და საკუთარი კრეატიული ხედვის მართებულობაში დარწმუნება. 
 
სასწავლო კურსის ფორმატი: ლექცია - ვორქშოფი
 
სასწავლო კურსის შინაარსი:
  • ფოტოგრაფია - ტრენერი: მარიამ ნაკანი-მამასახლისი, ფოტოგრაფი
  • Photoshop- ტრენერი: მირიან ყენია, დიზაინერი 
ტექნიკური აღწერილობა:
 
სწავლის ხანგრძლივობა: 10 კვირა, სწავლა დაიწყება 2015 წლის 20 იანვარს.
ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ, კვირის დღეებში საღამოობით 19:00-დან  22:00-მდე,  შაბათს  12:00-დან 18:00 საათამდე.
საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2014 წლის 21 დეკემბერი
კურსის მოცულობა: 70 საათი
პროგრამის ღირებულება: 1050 ლარი 
სწავლების ენა: ქართული
 
მხოლოდ ფოტოგრაფიის კურსით დაინტერესებულ პირთათვის:
 
სწავლის ხანგრძლივობა: 10 კვირა, სწავლა დაიწყება 2014 წლის 21 ნოემბერს, ლექციები ჩატარდება კვირაში ერთხელ, პარასკევს 17:00-21:00 საათამდე. საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2014 წლის 16 ნოემბერი
კურსის მოცულობა: 40 საათი
პროგრამის ღირებულება: 750 ლარი
სწავლების ენა: ქართული
 
სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. 
 
მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად:
  • ფინალური ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტის მომზადება და წარდგენა
 
მისაღები პროცედურები:
 
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (http://goo.gl/ulCC8D)
  • ავტობიოგრაფია (CV) 
 
საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისისთან:
 
ფოტოშოპის კურსით დაინტერესებულ პირთათვის (22 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით)
 
ფოტოგრაფიის კურსით დაინტერესებულ პირთათვის (17 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით)
 
საკონტაქტო პირი: ნინო ქოჩიაშვილი
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი 
ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა
 
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
მის: მარი ბროსეს 2, მესამე სართული, თბილისი, 0108
ტელ: (995 32)2497501 
მობ: (+995 599)778686
ელ-ფოსტა: n.kochiashvili@gipa.ge
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა