• https://charte.ge/

ავტორი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

tel: (+995 599)778686
mail: n.kochiashvili@gipa.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
Adobe MC პროგრამა
დამსაქმებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/12/21
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე სასწავლო პროგრამა
ტრეინინგის საფასური ფასიანი (1500 ლარი )
ნანახია: 853 -ჯერ
Adobe MC პროგრამა
 
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და Art Factory of GIPA გთავაზობთ მსოფლიოში აღიარებული Adobe პროგრამების თანამედროვე მეთოდებით სწავლებას.
 
პროგრამის შესახებ:
 
Adobe MC (level 1) კურსის ფარგლებში, მსმენელები გაეცნობიან ინდუსტრიულ სტანდარტებზე დაყრდნობილ პროგრამებს:
  • Photoshop;
  • Adobe Illustrator;
  • Adobe Premiere Pro;
  • Adobe After Effects;
  • Adobe InDesign. 
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს, პროფესიული თვალსაზრისით, განუვითარდებათ: შემოქმედებითი და დამოუკიდებელი აზროვნების, განსჯის და მოვლენათა შეფასების, თანამედროვე კომპიუტერული, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენების უნარები. 
 
პროგრამის შინაარსი:
 
1.Photoshop - ლექტორი: მირიან ყენია, დიზაინერი.
კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს ფოტოგრაფიის და გრაფიკული დიზაინის საფუძვლები, პროგრამა Photoshop-ის გამოყენებით. სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტები შეძლებენ ციფრული სურათების რედაქტირება/დამუშავებას, თანამედროვე კომპიუტერული, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენებას, ასევე Photoshop-ით ეფექტურად სარგებლობას ფოტოს რედაქტირების, ფოტო-რეტუშის, web დიზაინის, ბეჭვდითი ფორმატირებისა და გრაფიკული რედაქტირებისათვის. 
 
2.Illustrator - ლექტორი: მაკა ჯიშკარიანი, სარეკლამო კომპანია „მაკენ ერიქსონ“-ის დიზაინერი.
 
აღნიშნული კურსის ფარგლებში, სტუდენტები შეისწავლიან როგორც გრაფიკული დიზაინის საფუძვლებს Adobe Illustrator-ის საშუალებით, ასევე Adobe Illustrator-ის გამოყენებას თანამედროვე საგამომცემლო და სარეკლამო სივრცეში. სწავლის დასრულების შემდეგ, მსმენელები შეძლებენ სხვადასხვა სირთულის ვექტორული სურათის შექმნასა და დამუშავებას, ასევე Adobe Illustrator-ის ეფექტურად სარგებლობას web დიზაინის, ბეჭვდითი ფორმატირებისა და გრაფიკული რედაქტირებისათვის. 
 
3.Premier pro - ლექტორი: მირიან ყენია, დიზაინერი .
 
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ვიდეო და კინო ხელოვნების საფუძვლებს, პროგრამა Adobe Premier Pro -ს გამოყენებით. სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტები დამოუკიდებლად შეძლებენ ვიდეო-მონტაჟს, ასევე Premier Pro-ს ეფექტურად სარგებლობას ვიდეო, სარეკლამო, საპრეზენტაციო და კინო-ხელოვნების სფეროში.
 
4.After Effect - ლექტორი: მირიან ყენია, დიზაინერი .
 
კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს სარეკლამო,  ვიდეო და კინო ხელოვნების საფუძვლები, პროგრამა Adobe After Effects -ს გამოყენებით. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები შეძლებენ ვიდეო ეფექტების შექმნას, ასევე Adobe After Effects-ით ეფექტურად სარგებლობას ვიდეო, სარეკლამო, საპრეზენტაციო და კინო-ხელოვნების სფეროში.
 
5.In design - ლექტორი: ნია მშვიდობაძე, დიზაინერი.
 
კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან ხარისხიანი პოლიგრაფიული პროდუქტის და პუბლიკაციების შექმნას, პროგრამა Adobe InDesign-ის გამოყენებით. სწავლების დასრულების შემდეგ სტუდენტები შეძლებენ სხვადასხვა ვექტორული სურათის შედგენას, დამუშავებას, მაკეტირებასა და დაკაბადონებას.  
 
ტექნიკური აღწერილობა:
 
სასწავლო კურსის ფორმატი: ლექცია-ვორქშოფი.
სწავლის ხანგრძლივობა:  16 კვირა, სწავლა დაიწყება 2015 წლის 20 იანვარს.
ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ, შაბათობით 12:00-დან 18:00 საათამდე, ხოლო სამუშაო დღეებში 19:00-დან 22:00 საათამდე, საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2014 წლის 21 დეკემბერი.
პროგრამის ღირებულება: 1500 ლარი
კურსის მოცულობა: 132 საათი 
სწავლების ენა: ქართული
სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
 
მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად:
  • თითოეული საგანის ბოლოს ინდივიდუალური პროექტის მომზადება და წარდგენა.
 
მისაღები პროცედურები:
 
სასწავლო კურსით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (http://goo.gl/ulCC8D);
  • ავტობიოგრაფია (CV) ;
  • საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისისთან (22 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით).
შერჩევის კრიტერიუმები:
  • მოტივაცია
  • კომუნიკაციის უნარი
 
საკონტაქტო პირი: ნინო ქოჩიაშვილი
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი 
ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა
 
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.
მის: მარი ბროსეს 2, მესამე სართული, თბილისი, 0108
ტელ: (99532)2497501 
მობ: (+995599)778686
ელ-ფოსტა: n.kochiashvili@gipa.ge
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა