• https://charte.ge/

ავტორი

ჯორჯიან ფეიფერ ფროდაქშენ

mail: recruitment@gwp.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ზეინკალი/მუშა
დამსაქმებელი: ჯორჯიან ფეიფერ ფროდაქშენ
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2017/02/18
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1450 -ჯერ

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის  უზრუნველყოფა. კომპანია იწყებს გამრიცხველიანების ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც აცხადებს ვაკანისას ზეინკლის და მუშის თანამდებობებზე.

ფუნქცია მოვალეობები:

  • ცივი წყლის მრიცხველის მონტაჟი:
    • გათხრითი სამუშაოების წარმოება;
    • აღრიცხვის კვანძის მოწყობა;
    • ჭის მოწყობა-მოწესრიგება.

მოთხოვნები:

  • საშუალო/პროფესიული(ტექნიკური) განათლება;
  • სასურველია 6 თვის სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ  პოზიციაზე;
  • მილების შესადუღებელი უთოს, დისკური ხერხის „ბალგარკის“ და ხრახნის საჭრელის გამოყენების ცოდნა;
  • სასურველია შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა;
  • კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე, ენერგიული;
  • გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის, დაკისრებული მოვალეობის დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი.

მუშა

ფუნქცია მოვალეობები:

  • გათხრითი სამუშაოების წარმოება;
  • ჭის მოწყობა-მოწესრიგება.

მოთხოვნები:

  • საშუალო/პროფესიული(ტექნიკური) განათლება;
  • სასურველია 6 თვის სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ  პოზიციაზე;
  • სასურველია იარაღებთან მუშაობის გამოცდილება (ბარი, ნიჩაბი, წერაქვი, და ა.შ.);
  • სასურველია პერფორატორთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა;
  • კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე, ენერგიული;
  • გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის, დაკისრებული მოვალეობის დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2017 წლის 17 თებერვლისა (18:00), ან სამუშაო საათების განმავლობაში (09:00-18:00) მობრძანდეთ ჩვენს სათავო ოფისში, მისამართი: მ. კოსტავას 1 შესახვევი N33, თბილისი, 0179, საქართველო.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია,რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 5 წლის განმავლობაში.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა