• https://charte.ge/

ავტორი

ლიტვური საცხობი +

tel: (+995 591) 917 900
mail: ltbakeryjob@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პურ-ფუნთუშეულის მცხობელი
დამსაქმებელი: ლიტვური საცხობი +
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2017/02/16
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1181 -ჯერ

შ.პ.ს. ლიტვური საცხობი + პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც აწარმოებს ლიტვური რეცეპტურითა და ტექნოლოგიით  დამზადებული პროდუქტის ფართო ასორტიმენტს. 

კომპანია დაარსდა 2005 წელს და ამ პერიოდიდან ქართველ მომხმარებელს სთავაზობს  დაბალ კალორიულ, 100 პროცენტით ნატურალური და ჯანმრთელი ინგრედიენტებისგან დამზადებულ პურსა და პურის პროდუქტებს. ჩვენი მიზანია მომხმარებელს ვაგრძნობინოთ ლიტვურ ტრადიციულ და გამოცდილ ტექნოლოგიებზე დამზადებული პროდუქტის ჯანსაღი მარგებლობა. 
დასაქმების შემთხვევაში კომპანია გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, თანამშრომელთა მეგობრულ წრესა და პროფესიული განვითარების პერსპექტივას.

ამჟამად კომპანია “ლიტვური საცხობი+” აცხადებს ვაკანსიას  პურ-ფუნთუშეულის მცხობელის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • შერეული ფქვილისგან სხვადასხვა სახის ცომის მომზადება კომპანიის მიერ  შემუშავებული შიდა საწარმოო სტანდარტის მიხედვით;
  • სამუშაო გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა, მანქანა დანადგარების გასუფთავება;

მოთხოვნები და პირადი უნარ-ჩვევები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • ცომთან მუშაობის სპეციფიკის ცოდნა;
  • მოწესრიგებული, პუნქტუალური, შრომისმოყვარე;
  • ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • უპირატესობა მიენიწებათ არამწეველ აპლიკანტებს

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო საათები: შესაძლებელია ცვლებში მუშაობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნეთ მისამართზე: ltbakeryjob@gmail.com 
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე (+995 591) 945 975 ( ნომერზე დაკავშირება შესაძლებელია 13:00-დან 20:00 საათამდე)

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა