• https://charte.ge/

ავტორი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა

mail: hr@chita.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დირექტორის ასისტენტი
დამსაქმებელი: სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭი-ტა
კატეგორია: ადმინისტრაცია,
ბოლო ვადა: 2017/01/22
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1326 -ჯერ

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი  ჭი-ტა აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.

თანამდებობრივი მოვალეობები:

  • დირექტორის  მიერ დანიშნული თათბირების, შეხვედრებისა და სატელეფონო საუბრების ორგანიზება;
  • ოფიციალური საპასუხო წერილების მომზადება;
  • თათბირებისა და შეხვედრების მემორანდუმების მომზადება საჭიროების შემთხვევაში;
  • დირექტორის  მიერ დასმულ საკითხებზე სხვადასხვა კვლევისა და დეტალური ინფორმაციის მოძიება; 
  • დირექტორის  მიერ მოთხოვნილი მასალებისა და საბუთების დროული მოძიება და მომზადება;
  • აღმასრულებელი დირექტორის  არყოფნის შემთხვევაში ინფორმაციის მიღება და ადრესატისათვის ამ ინფორმაციის დროული და შეუფერხებელი გადაცემა.
  • გენერალურ დირექტორთან ვიზიტორების მიღების განრიგის წარმოება და შეხვედრების  ორგანიზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბაკალავრი ჰუმანიტარული მიმართულებით).
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. 
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
  • ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • მიზანდასახულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სხარტი აზროვნება,  მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;  
  • ანგარიშგების  მომზადების, საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი.
  • სამუშაო დღეები: 5 დღე.
  • სამუშაო საათები: 09:30 სთ-დან 18:30 სთ-მდე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@chita.ge   2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ვაკანტური პოზიციის დასახელების  მითითებით.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება  კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა