• https://charte.ge/

ავტორი

სოციალური პარტნიორობა

tel: (+995) 32 2 19 33 21
mail: office-fsp@fsp.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
აღმზრდელი თბილისსა და ქობულეთში
დამსაქმებელი: სოციალური პარტნიორობა
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2017/01/21
ნანახია: 3789 -ჯერ

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელის პოზიციაზე, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში თბილისსა და ქობულეთში.

თუ თქვენ გიყვართ ბავშვები და შეგიძლიათ მათთან მუშაობა, ჩვენ გიწვევთ საკმაოდ საინტერესო პოზიციზე ჩვენს მცირე საოჯახის ტიპის ბავშვთა სახლებში. ჩვენი მიზანია - ვიზრუნოთ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე, შევუქმნათ მათ თბილი ატმოსფეროს , რათა ყოველმა ბავშვმა თავი იგრძნოს ოჯახისა და  საზოგადოების სრულფასოვან წევრად!

ძირითადი მოვალეობები:

  • ბავშვის აღზრდისა და მოვლის ნორმების, წესების  დაცვა;
  • დადგენილი დღის რეჟიმის , სკოლის და საშინაო დავალებების განრიგის  დაცვა;
  • შრომითი დისციპლინის და შრომითი ხელშეკრულების პირობების დაცვა;
  • სათანადო სანიტარიის და ჰიგიენის უზრუნველყოფა ბავშვთა სახლში;
  • დოკუმენტაციის დროული და ორგანიზებული  მართვა;
  • ფონდის ხელმძღვანელობის მოთხოვნების შესრულება დადგენილი ინსტრუქციით;
  • ბავშვების საგულდაგულო მოვლა;
  • ბავშვების  აქტიური ცხოვრების დაგეგმვა;
  • სწავლა–განათლების პროცესის ორგანიზება, მათ შორის ბავშვების დახმარება სწავლის დროს.
  • სკოლაში მშობელთა კრებებზე დასწრება.
  • ბავშვების მიერ პირადი ჰიგიენის შესრულების მკაცრი კონტროლი.
  • საჭმლის მომზადება ბავშვებისთვის.
  • ღონისძიებების ჩატარება ავადყოფობების პროფილაქტიკის და ბავშვების ჯანმრთელობის გასამაგრებლად.
  • მონაწილეობის მიღება პროდუქტების ყიდვაში,ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ყიდვაში,სასკოლო ნივთების ყიდვაში.
  • საინტერესო დასვენების ორგანიზება ბავშვებისთვის.
  • ჯგუფური და ინდივიდუალური განვითარებადი გაკვეთილების ორგანიზება.
  • ბავშვებისთვის ექსკურსიების ორგანიზება ქალაქში და ქალაქგარეთ.
  • ზაფხულში ბავშვებთან ერთად ზღვაზე წასვლა(რამოდენიმე კვირით).
  • პატივისცემა და თბილი ურთიერთობა ყველა ბავშვის მიმართ.
  • მოთმინება და პატივისცემა ბავშვების მშობლებთან(მეურვესთან)  ურთიერთობის დროს.

 
მოთხოვნა :

  • უნდა უყვარდეს ბავშვები,შეეძლოს მათთან მუშაობა.
  • უმაღლესი პედაგოგიური განათლება( სასურველია).
  • რუსული ენის კარგ დონეზე ცოდანა(წერა,კითხვა).
  • დოკუმენტებთან მუშაობის ცოდნა ( ჩატარებული სამსახურის აღრიცხვა).
  • სტრესულ სიტუეციებში მუშაობის უნარის ქონა.
  • სასურველია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან სერტიფიკატის ქონა  „ბავშვთან და ოჯახთან მუშაობის ინდივიდუალური მეთოდები“.

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკით მუშაობა ბავშვთა სახლში ქ.თბილისში(ნაძალადევის რ–ნი) და ქ. ქობულეთში.
  • მეგობრული პერსონალი.
  • კორპორატიული მობილური ტელეფონი.
  • უფასო კვება.
  • ხელფასი 500–550 ლარი თვეში ( გასაუბრებიდან გამომდინარე).

რეზუმე ქართულ და რუსულ ენაზე გამოგძავნეთ ელექტრონულ მისამართზე office-fsp@fsp.ge

ტელ:+995-32-219-33-21.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა