• https://charte.ge/

ავტორი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

tel: (+995) 593 81 41 41
mail: vacancy@evex.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი
დამსაქმებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
კატეგორია: ლოჯისტიკა/ტრანსპორტი
ბოლო ვადა: 2014/08/22
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
ინგლისური
რუსული
ნანახია: 455 -ჯერ
“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ (სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“)  აცხადებს  შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერის ვაკანსიას თბილისში.
 
 „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. დღეისათვის კორპორაცია მართავს 36 სამედიცინო დაწესებულებას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის არის 10 რეფერალური ჰოსპიტალი, 2 სპეციალიზირებული ჰოსპიტალისა, 19 რაიონული ჰოსპიტალი, 5 ამბულატორიული ცენტრი. „სამედიცინო კორპორაციია ევექსის“ ჰოსპიტალები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, ტყიბული), აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ქედა, ხულო, შუახევი), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ), კახეთი (თელავი, ახმეტა, ყვარელი), სამცხე–ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი) და თბილისი („იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“; „ბავშვთა ახალი კლინიკა“; „კარაპს მედლაინი“; „ახალი სიცოცხლე“).
 
სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, “Sunstone Medical Hospital”
სამუშაო გრაფიკი: რვასაათიანი ხუთი სამუშაო დღე
 
ძირითადი მოვალეობები:
  • კლინიკაში საოპერაციო საკითხების წარმართვა  სათავო ოფისთან კოორდინირებით;
  • კლინიკის საწყობის მართვა;
  • შესყიდვების მოთხოვნების იდენტიფიცირება და დროულად შეკვეთაზე შეთანხმება სათავო ოფისთან;
  • ლოჯისტიკის კონტროლი;
  • ხარჯვების ოპტიმიზირებაზე ზრუნვა;
  • კაპიტალური დანახარჯების მართვა, რომლებსაც არ მართავს კლინიკური ტექნოლოგიების სამსახური (კონდიციონერები ოფისში, ავეჯი და ა.შ.)
  • კლინიკის შენობის და სხვა ტექნიკური საკითხების გამართულობაზე ზრუნვა;
  • დაქვემდებარებული ადამიანური რესურსების მართვა და დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება;
  • კლინიკაში საოპერაციო პროცესების მუდმივ გაუმჯობესებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსების ან ბიზნესის მენეჯმენტის  მიმართულებით;
  • სავალდებულოა შესყიდვების და ლოჯისტიკის მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ფინანსების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • პრიორიტეტულია საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • სავალდებულოა ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
 
დამატებითი მოთხოვნები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური უნარები;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • დიდი მოცულობის სამუშაოს მართვის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
 
დაინტერესებულ კანდიდატებს  გთხოვთ  თქვენი რეიზუმე  გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე . სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება – “შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი-Sunstone“
 
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა