• https://charte.ge/

ავტორი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

tel: (+995) 593 81 41 41
mail: vacancy@evex.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ემერჯენსის მედდა თელავში
დამსაქმებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
კატეგორია: სამედიცინო
ბოლო ვადა: 2014/08/31
მდებარეობა: თელავი
განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
ნანახია: 469 -ჯერ

“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ (სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“)  აცხადებს   ვაკანსიას ემერჯენსის მედდისპოზიციაზე თელავში

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. დღეისათვის კორპორაცია მართავს 36 სამედიცინო დაწესებულებას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის არის 10 რეფერალური ჰოსპიტალი, 2 სპეციალიზირებული ჰოსპიტალისა, 19 რაიონული ჰოსპიტალი, 5 ამბულატორიული ცენტრი. „სამედიცინო კორპორაციია ევექსის“ ჰოსპიტალები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, ტყიბული), აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ქედა, ხულო, შუახევი), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ), კახეთი (თელავი, ახმეტა, ყვარელი), სამცხე–ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი) და თბილისი („იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი“; „ბავშვთა ახალი კლინიკა“; „კარაპს მედლაინი“; „ახალი სიცოცხლე“). 

სამუშაო ადგილი: თელავი, რეფერალური ჰოსპიტალი

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტის მიღება და დაზიანების სიმძიმის მიხედვით დახარისხება;
  • პაციენტისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა და მდგომარეობის დასტაბილურება;
  • ექიმის დანიშნულების შესრულება და მანიპულაციებში მონაწილეობის მიღება;
  • კლინიკაში არსებული პროტოკოლებისა და გაიდლაინების მიხედვით მოქმედება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა დიპლომი მედდის სპეციალობით;
  • სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება მედდის პოზიციაზე არანაკლებ 1 წლისა;
  • სავალდებულოა ანატომია–ფიზიოლოგიის ცოდნა;


დამატებითი მოთხოვნები;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • ენერგიული;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.


დაინტერესებულ კანდიდატებს  გთხოვთ  თქვენი რეიზუმე  გამოგზავნოთ  ელ.ფოსტაზე  სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება – „ემერჯენსის მედდა – თელავი“

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  31 აგვისტო, 2014

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა