• https://charte.ge/

ავტორი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

tel: (+995) 593 81 41 41
mail: vacancy@evex.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საოპერაციო დირექტორი ქუთაისში
დამსაქმებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
კატეგორია: TOP მენეჯმენტი
ბოლო ვადა: 2014/09/07
მდებარეობა: ქუთაისი
განათლება ბაკალავრი
კომპიუტერული პროგრამები
Microsoft Office Excel ძალიან კარგად
Microsoft Office Word
Microsoft Office Outlook
ენები
ინგლისური
რუსული
ნანახია: 454 -ჯერ
“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ (სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“)  აცხადებს  საოპერაციო დირექტორის ვაკანსიასიმერეთში
 
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. დღეისათვის კორპორაცია მართავს 36 სამედიცინო დაწესებულებას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის არის 10 რეფერალური ჰოსპიტალი, 2 სპეციალიზირებული ჰოსპიტალისა, 19 რაიონული ჰოსპიტალი, 5 ამბულატორიული ცენტრი. „სამედიცინო კორპორაციია ევექსის“ ჰოსპიტალები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, ტყიბული), აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ქედა, ხულო, შუახევი), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ), კახეთი (თელავი, ახმეტა, ყვარელი), სამცხე–ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი) და თბილისი („იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“; „ბავშვთა ახალი კლინიკა“; „კარაპს მედლაინი“; „ახალი სიცოცხლე“).
 
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქუთაისი, ინტერვენციული მედიცინის ცენტრი
სამუშაო არეალი: იმერეთის რეგიონში არსებული „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ სამედიცინო დაწესებულებები
 
 
ძირითადი მოვალეობები:
  • რეგიონში საოპერაციო საკითხების წარმართვა ქსელის საოპერაციოს მართვის დირექტორთან და სხვა ბიზნეს ლიდერებთან კოორდინირებით, რათა მიღწეულ იქნას კომპანიის მისია, სტრატეგია, საოპერაციო მიზნები და ბიზნეს ერთეულის ზრდადი გეგმები;
  • საოპერაციო პროცესების მუდმივ გაუმჯობესებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
  • რეგიონალური საწყობების ორგანიზება და მართვა;
  • არაცენტრალიზებული შესყიდვების ორგანიზება და მართვა;
  • კაპიტალური დანახარჯების მართვა, რომლებსაც არ მართავს კლინიკური ტექნოლოგიების სამსახური (კონდიციონერები ოფისში, ავეჯი და ა.შ.)
  • კლინიკის შენობების გამართულობაზე ზრუნვა;
  • საოპერაციოს დაქვემდებარებული განყოფილებების მუშაობის მართვა და კონტროლი რეგიონის მასშტაბით; 
  • იმ კლინიკების საოპერაციო საკითხებით უზრუნველყოფა  , რომელთაც არ ჰყავთ საოპერაციოს მიმართულებით თანამშრომლები;
  • დაქვემდებარებული ადამიანური რესურსების მართვა და დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსების მიმართულებით;
  • სავალდებულოა შესყიდვების და ლოჯისტიკის მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ფინანსების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • პრიორიტეტულია საოფისე კომპიუტერული პოგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • სავალდებულოა ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
 
დამატებითი მოთხოვნები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური უნარები;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • დიდი მოცულობის სამუშაოს მართვის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
 
დაინტერესებულ კანდიდატებს  გთხოვთ  თქვენი რეიზუმე  გამოგზავნოთ  ელ.ფოსტაზე  სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება – „საოპერაციო დირექტორი–იმერეთი“
 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  7 სექტემბერი 2014
 
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა