• https://charte.ge/

ავტორი

მკითხველი უნივერსალი

tel: (+995) 431 25 21 21
mail: mkitkhveliuniversali@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
დამსაქმებელი: მკითხველი უნივერსალი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2017/02/09
ნანახია: 4453 -ჯერ

"მკითხველი უნივერსალი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

"მკითხველი უნივერსალი" ახორციელებს ცნობილი საერთაშორისო ბრენდების - "Mon Platin"-ის მკვდარი ზღვის მინერალებზე დამზადებული  და „Mary Cay cosmetics“– ის   პარფიუმერული პროდუქციისა და კოსმეტიკური საშუალებების სატელეფონო შეთავაზებას. ამასთანავე, უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს სასურველი პროდუქტის ხელსაყრელ დროსა და ადგილზე მიწოდებას, უფასო საკურიერო მომსახურებით.



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტი ან კურსთამთავრებული (ნებისმიერი მიმართულებით)
** სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება 
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ძირითადი მოთხოვნები:

** პარფიუმერული პროდუქციითა და კოსმეტიკური საშუალებებით პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა
** მომხმარებლის კონკრეტული საჭიროებების, ინტერესების დადგენა/დაზუსტება
** პროდუქციის სატელეფონო შეთავაზება და გაყიდვა 
** არსებული მომხმარებლების ინფორმირება ფასდაკლებისა და სხვა აქციების შესახებ 
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა. 

დამატებითი მოთხოვნები:

სასურველია კანდიდატს ჰქონდეს შემდეგი ცოდნა/გამოცდილება:

** სატელეფონო კომუნიკაციის ეტიკეტი 
** მომხმარებელთან ურთიერთობა
** გაყიდვების სტრატეგიების ცოდნა
** საქმიანი მოლაპარაკების წარმოება. 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი 
** პრობლემის გადაჭრის უნარი
** გამართული მეტყველება
** თავაზიანობა და კეთილგანწყობა
** მოქნილობა, დიპლომატიურობა 
** ენთუზიაზმი
** ორგანიზებულობა 
** შედეგზე ორიენტირებულობა.

** ასაკი: 18-დან 30 წლამდე.

სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: არასრული 10:00-დან 16:00-მდე; 16:00-დან 22:00-მდე მონაცვლეობით.
** დამატებითი ინფორმაცია: ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით.
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.ქუთაისი, წერეთლის 4 .

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mkitkhveliuniversali@gmail.com. გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ნომერზე: 0431 252121 .

გისურვებთ წარმატებებს!

 

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა