• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქოლ-ცენტრის ოპერატორი თბილისსა და ქუთაისში
დამსაქმებელი: მკითხველი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2017/02/09
მდებარეობა: ქუთაისი
ნანახია: 4642 -ჯერ

კომპანია " მკითხველი " საკურიერო კომპანიაა, რომელიც ახორციელებს წიგნების სატელეფონო გაყიდვებს. ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული პროდუქციის მიწოდებას მომხმარებლისათვის სასურველ დროსა და ადგილას. ამასთანავე ინდივიდუალურ კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს წიგნებთან დაკავშირებით.

ქოლ-ცენტრის ოპერატორი თბილისსა და ქუთაისში

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან არასრული უმაღლესი(სტუდენტი) განათლება;

  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;

  • სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში (სასურველია);

  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი - MS Office-ის და MS Excel-ის ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

  • კომუნიკაბელურობა და დამაჯერებლობა;

  • პრეზენტაციის ჩატარების უნარი;

  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;

  • ენერგიულობა და სისხარტე;

  • მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;

  • ორგანიზებული და პუნქტუალური;

  • გუნდური მუშაობის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • ასაკი: 18-დან 30 წლამდე.


სამუშაო გრაფიკი: არასრული 10:00 - 16:00-მდე ; 16:00-დან-22:00-მდე მონაცვლეობით.

დამატებითი ინფორმაცია: ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: mkitkhveli@yahoo.com - ქუთაისი  mkitkhvelitbilisi@yahoo.com - თბილისი  და სათაურში მიუთითოთ ქალაქი და "ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსია", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

 

მისამართი: ქ. თბილისი  წერეთლის 116. ბიზნეს ცენტრი დიდუბე პლაზა.მე-3 სართული ოთახი 301

                     ქ. ქუთაისი  წერეთლის 4. სავაჭრო ცენტრი ქარვასლა .მე-2 სართული ოთახი 22

 

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა