“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ (სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“)  აცხადებს სამედიცინო დოკუმენტაციის მონიტორინგის სპეციალისტის ვაკანსიას ზუგდიდში, ქუთაისსში, ბათუმსა და ახალქალაქში

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. დღეისათვის კორპორაცია მართავს 36 სამედიცინო დაწესებულებას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის არის 10 რეფერალური ჰოსპიტალი, 2 სპეციალიზირებული ჰოსპიტალისა, 19 რაიონული ჰოსპიტალი, 5 ამბულატორიული ცენტრი. „სამედიცინო კორპორაციია ევექსის“ ჰოსპიტალები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, ტყიბული), აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ქედა, ხულო, შუახევი), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ), კახეთი (თელავი, ახმეტა, ყვარელი), სამცხე–ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი) და თბილისი („იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“; „ბავშვთა ახალი კლინიკა“; „კარაპს მედლაინი“; „ახალი სიცოცხლე“).

სამუშაოს ადგილმდებარეობა:

  • ზუგდიდი - ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური ჰოსპიტალი
  • ქუთაისი - აკ. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქ. ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
  • ქუთაისი - იმერეთის რეგიონალური კლინიკური ჰოსპიტალი
  • ბათუმი - ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი
  • ახალქალაქი - ახალქალაქის რაიონული ჰოსპიტალი


ძირითადი მოვალეობები:

  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი დადგენილი წესის შესაბამისად;
  • სამედიცინო დოკუმენტებში უზუსტობის, შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხევაში სრული და ზუსტი ჩანაწერების უზრუნველყოფა;
  • სამედიცინო დაწესებულების განყოფილებებში წარმოებული სამედიცინო დოკუმენტაციის მდგომარეობისა და შენახვის კონტროლი;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ ერთი წლისა;
  • პრიორიტეტულია სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესების ცოდნა;
  • MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.


დამატებითი მოთხოვნები;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი რეიზუმე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება და დასაქმების სასურველი ადგილი, მაგ: „სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების სპეციალისტი - ბათუმი“;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 22 აგვისტო, 2014

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.